28 Μαΐου, 2018

ლოცვა...




ღმერთო მამყოფე შენთან, ღმერთო იყავი ჩემთან...
გახდი სამოსი ჩემი, შიგთავსი ჩემი გაავსე შენით. შენი გამხადე, შენში შემიშვი. ღმერთო...
ყოველი წუთი, ყოველი წამი შენი სუნთქვა მომეცი, შენი ჰაერი ჩამაყლაპე, შენი ამონასუნთქი შემასუნთქე. ღმერთო...
სიძლიერევ, სიხარულო, ჯანმრთელობავ, სიყვარულო, სიმჩატის გრძნობავ, ფრენის შეგრძნებავ, ჰაეროვანო, მბრწყინვალებავ. ღმერთო...
შენი ქალწული მომივლინე უფალო, მის ბრწყინვალებას შემახებინე ხელი, მისი სინაზის სილამაზე მანახე კვლავაც, მისი ბრწყინვალების შესადარი არა მინახავს ჯერაც...
ქალი რომელიც ვნახე იყო ათი – თორმეტი მეტრის სიმაღლის, ის იყო არა დიდი, არამედ დიადი.
სახე მისი იყო მშვიდი და ბრწყინვალებდა, თავზე ალმასების ჯარი ედგა, ისეთები როგორიც ბევრი ვარსკვლავის ელვარება ერთად, კაბა მისი ჰაეროვანი ბუნების ნაჭერი იყო. ნაჭერს ჩაქსოვილი ჰქონდა უამრავი ბრილიანტები, ბრწყინავდა თავიდან ფეხებამდე.
ხო, კაბა გრძელი დაშვებული და ქვემოთ ფართე იყო, მკლავები ჰაეროვანი ნაჭრით იფარებოდა, მთლიანად ბრწყინავდა.
მისმა ბრწყინვალებამ ბეჭედი მომცა, ბეჭედი რომელიც ბრწყინვალებდა. ბეჭედი მის სამოს ჰგავდა, ბრილიანტის პატარა თვალი, გარშემოვლებული ხუთი პატარა თვლით (მგონი) იყო. ერთი ძალა ჰქონდა ამ ბეჭედს, რასაც ჩავიფიქრებდი, შემისრულებდა, მე კი სამწუხაროდ სიზმარში ეს ბეჭედი ხელზე არ გავიკეთე და შევინახე. 
რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს სილამაზე ვნახე, მისმა ელვარებამ ღრმად გაიდგა ფესვები გულში, მისმა სილამაზემ დამიპყრო, როცა მასზე ვფიქრობ გული ჰარმონიით მევსება. ოჰ, ღმერთო რა სინაზე იყო.
მომეცი ნება ღმერთო შეცდომა გამოვასწორო და მისი „ბეჭედი“ მუდამ ხელზე ვატარო, მომეცი ნება ღმერთო მისი სილამაზე კიდევ ვიხილო, მის სამეფოში მაცხოვრე, მისი კაბის მტვრად მაქციე.
ღმერთო...
მომეცი მუდამ ეს წუთები შენზე ვიფიქრო, შენში შემოვიდე, შენით გავივისო, სიყვარული გავზარდო, გული ავიმჩატო, ფრთების შესხმა ვიგრძნო.
ღმერთო, შენი სუნთქვა მინდა, შენი ჰაერი მინდა, შენი სითბო და სიყვარული მინდა. ღმერთო...
ღმერთო იყავი ჩემთან, ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთსა და ყოველ წამს...
20,02,2010.

Δεν υπάρχουν σχόλια: