02 Ιουνίου, 2018

ნელი ნაბიჯით...


გული ათრთოლდა,–მოლოდინით გამოუთქმელი,
იქმნა ნათელი,–გამოეყო დღეს ღამე ბნელი,
როგორ ძნელია,–რომ ყოველდღე რაღაცას ელი,
როგორ იქნება მომავალი,–ამისთვის მღერი.

ო, ღმერთო ჩემი რა რთულია ცხოვრება ჩვენი,
ო, სიხარული როგორ ძნელად გვეწვევა რწმენით...
და კვლავ მოელი, ო, მოელი ცხოვრებას კეთილს...
და მიუყვები გზას გასავლელს ნაბიჯით ნელი.

                    26. 06. 1992 წელი.

Δεν υπάρχουν σχόλια: