12 Ιουνίου, 2018

გამეღვიძოს





არა, არა, არა, არა,–
აღარ მინდა მეტი ძილი,
გამაღვიძეთ, გამაღვიძეთ
და მომეცით ძალი დიდი.

შემანჯღრიეთ, თუნდ მომკალით,
ოღონდ მეტად არ მაძინოთ,
არა! ძილი აღარ მინდა,–
მინდა ახლავ გამეღვიძოს.

ავახილო თვალი მინდა,
დავინახო ეს ბნელეთი,
დავინახო ბოროტება,–
გავუსწორო მკვეთრად თვალი.

შევხედო და არ შევშინდე,
არაფერმა შემაშინოს,
შევხედო და ამ შეხედვით,–
გამეღვიძოს, გამეღვიძოს.

ძალა, რაც რომ ასე მძლავრად,–
ჩემში არის ვგრძნობ მე ამას,–
ძილში არას მე არ მაძლევს,
ძილში სძინავს ჩემთან მასაც.

ვიცი, რომ მაქვს დიდი ძალა,
ვიცი რომ მე შემიძლია,
ვინც ვარ ვიცი,–ისიც ვიცი,–
გავიღვიძო მხოლოდაღა.

თუ ავდეი და თუ ძილმა ვერ მაჯობა,
თუ ავდექი, ავახილე მე თუ თვალი,
დავინახავ ძალას ჩემსას და შევუტევ
და შევუტევ ბოროტებას მთელი ძალით!!!

29/11/2002 წელი.

Δεν υπάρχουν σχόλια: