18 Ιουνίου, 2018

რწმენა, იმედი და სიყვარული.




რწმენა, იმედი და სიყვარული,–
სამი სანთელი, სამი ნათელი,
გულში გამჯდარი, მზისა სინათლე,
აზრი ამ ქვეყნად ჩვენი ყოველის.

რწმენა, ო, რწმენა დიადი ძალა,
ძალა რომელიც ფეხზე გაყენებს,
ენერგიისა დიდ ღრუბელს გაძლევს
და წინ გაგიშვებს გასამარჯვებლად.

იმედი არის კაცთა მოდგმისა,–
ძალის მიმცემი, აზრის მიმცემი,
რომ ადამიანს მუდამ დღე ჰქონდეს
სიხარულისა გძნობა მომავლის.

სიყვარულს კაცი მუდამ ატარებს,
მისი სიცოცხლე სიყვარულია,
უსიყვარულოდ ვერ იარსებებს,
უსიყვარულოდ არაფერია.

რწმენა, იმედი და სიყვარული,–
სამი საწყისი, სამი სანთელი,
ადამიანის ძალის მომცემი,
ადამიანის გამხარებელნი.

რწმენა, იმედი და სიყვარული,–
გავითავისოთ, გავაძლიეროთ,
მათი ნათელით, სამი სანთელით
გაბრწყინებულმა უნდა ვიაროთ.

12/06/2018

Δεν υπάρχουν σχόλια: