03 Ιουνίου, 2018

*** (სიყვარულის ისტორია)



როდესაც ვიყავ ბავშვი პატარა,–
შენზედ ოცნებას გულში ვინახდი,
შენა გხატავდი და შენ გხედავდი,–
შენზედ ვიყავი შეყვარებული.

წლები გარბოდნენ, მტოვებდნენ სწრაფად,
მე ვიზრდებოდი, ბავშვობას ვტოვდი,
რწმენას ვკარგავდი თანდათანობით,–
შენისა ხილვის, შენის შეხვედრის.

დარდებს მივეცი, ურწმუნო გავხდი,
აღარა მქონდა უკვე იმედი,
რომ გიხილავდი ასე სულ ახლოს
და თუ სიყვარულს შენ მოგიძღვნიდი.

როდესაც სულმთლად ამოიწურა
რწმენაც, იმედიც და სიყვარულიც,–
ძილს მივეც თავი, აღარ მინდოდა,
მეხილა ქვეყნად რამე ნათელი.

სწორედ იმ წუთში, როდესაც ჩემი
სუნთქვაც კი შეწყდა ქვეყნიურ ძილით,–
შენ შეგხვდი ჩემო, სიცოცხლევ ჩემო
და ამუშავდა გონება ჩემი.

მკვდარი გავცოცხლდი და ავმოძრავდი,
სისხლმა კვლავ იწყო ჩემში მოძრავი,
გავხდი კვლავ ბავშვი თორმეტი წლისა,
მომეცა ძალა როგორც ფრთოსანის.

ერთად მეწვია ჩემო სიცოცხლე,–
რწმენაც, იმედიც და სიყვარულიც.
ერთად მეწვია და განვძლიერდი,
როგორც რომ ძალუძს ძალას ფრთოსანის.

ახლა ფრთები მაქვს ანგელოზივით,
„ბედნიერი ვარ“,–გავყვირი გულში,
ბედნიერი ვარ ყველაზე მეტად,
ბედნიერი ვარ ანგელოზივით.

31 დეკემბერი 1997 წელი.


Δεν υπάρχουν σχόλια: