12 Μαΐου, 2018

ორომტრიალი


              
  

ნუთუ ამ ქვეყნად ყველაფერი ფუჭად ჩაივლის,
ნუთუ ამ სოფლად ყოველივე განადგურდება,
ნუთუ ამ ქვეყნად არის კი კაცი,
რომ ამ ცხოვრებას შეეგუება?!

მეც ასეთი ვარ, მუდამ ფიქრებში
და სიბნელეში დავეხეტები,
ვხედავ ამ ქვეყნის უკუღმართობას
და გულს მიკორტნის ეს ყველაფერი.

აქ კარგს არავინ არ იტყვის არას,
აქ ყველაფერი გულს გაგიწვრილებს,
აქ ყველგან არის ორომტრიალი,
აქ შენ არა გაქვს დრო სულის მოთქმის.

მხოლოდ წერაა შენი მკურნალი,
ქაღალდს თუ ეტყვი სიმართლეს მხოლოდ,
ქაღალდი პასუხს ვერაფერს გეტყვის
და ისევ შენ შენს აზრებთანა ხარ.

                                                                       4 მაისი 1991წ.

                                                                                         თბილისი

Δεν υπάρχουν σχόλια: