18 Μαΐου, 2018

ბროწლის ყვავილებს.





ბროწლის  ყვავილებს  შევცქეროდი მე  დღეს  ფარულად
და თვალსა მჭრიდა ფერი მათი ეს ალისფერი.
ოჰ, ის ყვავილნი მიღიმოდნენ ნაზად, ალერსით
და  უნებურად მომინდა მწველად მე კოცნა მათი.

მათი მშვენება თვალსა და გულს მეტად ახარებს,
ბროწლის ყვავილნი მოგაგონებთ თქვენ ლამაზ ქალებს.
ყვავილნი, როგორც მშვენიერნი, ულამაზესნი,–
ეჯიბრებოდნენ ერთმანეთსა მაგ სილამაზით.

ზოგი მათგანი უკვე ზლიერ  გაფურჩქნულიყო,
ზოგი ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს აყვავილებას,
ზოგი ჯერ მხოლოდ კვირტი არის და ახლა იშვა,
ზოგიც პატარა, სულ პატარა ნაყოფად იქცა.

ქალიც ასეა– ზოგი ასეა , ზოგი ისეა,
ქალიც ასეა – ზოგი დედაა, ზოგი ბავშვია,
ქალიც ყვავილს გავს, ბროწლის ყვავილს, ყვავილს ალისფერს,
ქალიც ასევე, ამ ყვავილივით ძლიერ ნაზია.

ოჰ, თქვენ ყვავილნო! ბროწლისანო! მშვენიერებო!–
პოეტის გულში თქვენ დაანთეთ ბრიალა ალი
და ამ გულს მტკივანს და სიცივეს ირგვლივ განფენილს,
თქვენ მოეფერეთ და გაათბეთ მე თქვენ გეხვევით.

19.06. 1991 წელი



                                                     17 წლის შემდეგ.

დადექით, უყურეთ ბროწლის ყვავილებს,–სილამაზეა დიდი,
უყურეთ, უცინეთ , აკოცეთ ალერსით, – სიამოვნება დიდი,
ლექსებით აქეთ, სიმღერა უმღერეთ,– სიხარულია დიდი,
ოცნებით გაივსეთ გული და გონება,– ნეტარებაა  დიდი.

წლები გავიდნენ, მათ მშვენებაზე, ხშირად ვფიქრობ მე ახლა,
წლები გავიდნენ, მაგრამ მშვენება, არ მავიწყდება ახლაც,
ვეძებ, ფიქრებში, მოგონებებში,   მათი სურათით ვტკბები,
ამბორს ვუგზავნი ლამაზ მცენარეთ, კოცნა მინდება ახლაც.

   5 აგვისტო. 2008 წელი.

Δεν υπάρχουν σχόλια: