13 Μαΐου, 2018

მუზას!



ოჰ, მუზავ,– შენ პოეზიის პატარა ჭიავ,
ოჰ, მუზავ,– შენ ლექსების დიდო მშვენებავ,
უშენოდ მუზავ,–არ არსებობს პოეტი ქვეყნად
და რომ არსებობს პოეზია,– შენა ხარ დედა.  



ოჰ, მუზავ,–შენ პოეზიის დიდო გენიავ,
ოჰ, მუზავ,– შენ პოეტის ტკბილო ძმობილო,
მომნიჭებელო დიდი ძალის და თუგინდ ნიჭის,
არ გამეცალო, იყავი ჩემთან მარადის, მუდამ.

                              1991 წ. 16 მაისი.

Δεν υπάρχουν σχόλια: