22 Μαΐου, 2018

შეგთხოვ გაზაფხულო ყვავილთა





მე ამ გაზაფხულს იმედით მოველოდი,– წავიდა,
ზამთარში  დღეებსა და წუთებს ვითვლიდი,– მოვიდა,
ველოდი, ველოდი სიკეთის იმედითა და გაჰქრა,
მოვიდა გაზაფხული და გაჰქრა, წავიდა.

წავიდა გაზაფხული, – იმედი წამართვა,
მოვიდა შემოდგომა,– დამზაფრა, დამღალა,
როდისღა მოვა ჟამი, კვლავაც და კვლავაცა,
როს მოვა გაზაფხული და იმედს მომიტანს?!

მოვიდა შემოდგომა, – ყოველი გაცივდა,
ხეებმაც ნელა-ნელა სამოსი დაჰკარგა,
მოვიდა შემოდგომა და გული გამიტყდა,
გონებაც ზეზეურად გაწბილდა, დამწარდა.

... და კვლავაც გამოველი მე ახალ გაზაფხულს,
... და კვლავაც მე შევყურებ ამ თვეებს გასავლელს,
მაგრამ გაზაფხული მე კვლავად მღალატობს, 
მრავალი გაზაფხული დავტოვე მე მარტომ.

ოი, შემოდგომავ, როგორღაც ვერ გიტან,
ოი, შემოდგომავ, შენ ზამთრისა პირო,
ოი, შემოდგომავ, რატომ ხარ სასტიკი,
ოი, შემოდგომავ, რად გვაცლი შენ სითბოს?!

... და კვლავაც  მე მოველი თვეებსა უსასრულს,
... და კვლავაც  შიში მაქვს მომავალ ზამთრისა,
ისედაც სიცივეს და ყინულს გულისას,
ზამთარი, ხომ სუმთლად მოაშთობს, გაყინავს.

... და შენ შემოდგომავ, ზამთრისა წინ მდგომო,
... და შენ შემოდგომავ, სიყვითლევ ყოველთა,
შენ შეგთხოვ  შემოდგომავ გული არ გაახმო,
გეყოფა ფოთოლთა გახმობა, გაყინვა.

მიყვარხარ გაზაფხულო, – იმედის მომტანო,
კვლავაც შენ მოგელი, იმედს კი არ ვკარგავ,
იქნება კვლავაც შენ არარას მომიტან,
მაინც შენ  გელი და შეგთხოვ ყვავილთა.


                       15 სექტემბერი 1991 წელი

ეს ლექსი ვფიქრობდი არ დამედო, მაგრამ დავდე... ახლა ამდენი წლის მერე ვკითხულობ და მინდა ვთქვა, რომ ახლა შემიყვარდა შემოდგომაც და მიყვარს წელიწადის ყოველი დრო. 

Δεν υπάρχουν σχόλια: