11 Μαΐου, 2018

სოფელში

                                     


სიო უბერავს, მზე ანათებს და ჩიტი გალობს,
მამალი ყივის, ძაღლი ყეფს და პეპელა დაჰქრის,
ბავშვი იცინის, ბავშვი თამაშობს და მხიარულობს
და ეს ყოველი აქვე ხდება,–ამ ჩემს სოფელში.


ჯერ არ გარყვნილა ეს ბუნება, ამა ქვეყნისა,–
ხმაურითა და ქიმიური   საწამლავებით,
ჯერ ისევ ისმის ჩიტის ხმა და ეს სიმღერა,
ჯერ ისევ ისმის ეს სიმღერა დედაბუნების.


მღერა ყვავილთა გულს ედება მალამოსავით,
ხეთა ფოთლები შრიალებენ აქ სიყვარულით,
მიწა კი სუნთქავს მძიმედ, მაგრამ კეთილი სუნთქვით,
ცა წმინდაა და ნათელი ამ სურათივით.


...და ამ მშვენიერს, ულამაზესს და ღვთიურ მადლსა, –
ჩვენ გაურბივართ და ქალაქში  მიგვეჩქარება,–  
ის კი არ ვიცით, რომ იქ კარგი ჩვენ არა გველის,–
დავრჩეთ და ვიყოთ აქ განცხრომით და  ნეტარებით.

                                                                                                                                   19.06.91.  

Δεν υπάρχουν σχόλια: