17 Μαΐου, 2018

სიყვარული სიზმრად.



გნახე სიზმარში და შემიყვარდი,
გული ამევსო ტკბილი ამბორით,
სული დამიტკბა და შეგხაროდი,
მაგრამ სულ მალე დადგა ცისკარი.

გამოვიღვიძე, ვინანე მეტად,–
სიფხიზლეს ძილი მე ვამჯობინე,
გამოვფხიზლდი და შენც დაგკარგე
და გაჰქრა ჩემი ბედის ნუგეში.

ოჰ, იმ სიზმარში ჩვენ ერთმანეთი,
გვიყვარდა ჩვენი წმინდა გულებით,
გვიყვარდა მთელის გულით, გონებით,
მთელის სიწმინდით და სათნოებით.

დღეს კი მთელი დღე დაღონებული,
შენზედ დავდივარ ჩაფიქრებული,
ვფიქრობ სიზმარზე,– ჩემს წუხანდელზე
და შენ დაგეძებ მთელს ქვეყანაზე.

სასაცილოა,– მეტყვით ალბათ თქვენ,
სიზმრად გაცნობილს ქვეყნად სად ნახავ,
ანდა ასეთ წრფელს, ბავშვურს სიყვარულს
მთელს ქვეყანაზე ხომ ვერსად ნახავ.

                       1 ივნისი .  1991 წ. 

Δεν υπάρχουν σχόλια: