23 Μαΐου, 2018

სატრფოს!




დღეს გიხილე,–გული შეკრთა,
სიყვარული გამახსენდა,
შენ ხარ მხოლოდ გულის სწორი,
მე ვარ შენი ნეკნი სულით.

ნეტავ ღმერთო იგი ჩემად,
გულის სატრფოდ დამანახა,
მისთა თვალთა შემახედა,
მისი ხმითა გამახარა.

მისი სიტყვა, მისი აზრი,
მისი თვალნი და ტუჩები,–
გულში მწვდება და მაფიქრებს
ეს უიღბლო სიყვარული.

მან მე დამწვა ცივი ცეცხლით
და არ მომცა არაფერი,
გამაწამა და დამტანჯა,
აღარ ძალმიძს არაფერი.

სიყვარული მომენატრა,
რომ შემასხას კვლავაც ფრთები.
დღეს გნახე და გავიცინე
უიმედო შემართებით.

სხვის სიყვარულს მე ვერ შევძლებ,
ვერასოდეს გულით ერთით,
მხოლოდ შენთვის მომინდია
ჩემი გულის გასაღები.

იქნებ კარგო, შენც გიყვარვარ,–
ეს არ ვიცი და ეს მტანჯავს,
იქნებ შენაც გულით დარდობ,–
ღიმილით რომ არ დაგათრობ.

ცისფერს გადრი სანუკველო,
თუმც ცისფერი გაჰქრა ცაზედ,
შენ გნახავ და ცაც ნათდება
შეგიყვარე მთლად არსებით.

მე შენს თვალებს მუდამ ვხედავ,
მუდამ შენი სახე დამდევს
და აჩრდილი შენი სახის,
არ მასვენებს და მაწვალებს.

მოდი ჩემთან სიყვარულო,
მოდი გეძებს ჩემი გული,
მოდი ერთად გავიაროთ
წუთისოფლის ძნელი გზები.

18 ნოემბერი 1991 წელი.

ეს ლექსი ჩემი პირველი პლატონური სიყვარულის დროს დავწერე :)

Δεν υπάρχουν σχόλια: