ღმერთო ერთო, ჩემი ცოდნა,–
მინდა ყველას მივაწვდინო,
დავეხმარო ყველას
მინდა,–
ცხოვრებაში გაიხარონ.
ღმერთო ლოცვით შენ
მოგმართავ,–
გაამრავლო სიყვარული,
ადამიანს შეაყვარო
მთელი გულით ყველაფერი.
ღმერთო ერთო სიყვარული,–
უდიდესი ნიჭი არის,
ქვეყანაზე ყველაფერი
მხოლოდ მისით ერთით
არის.
ღმერთო ცოდნა ჩვენ
მოგვეცი,–
დავინახოთ, მოვისმინოთ
და გავიგოთ ქვეყანაზე,–
როგორ უნდა გავიხაროთ.
სიხარულით, სიყვარულით,–
ცხოვრება ღირს ამ
მიწაზე,
რომ ჩიტივით ჩვენ
ვიფრინოთ
და გვქონოდეს ეს
სილაღე.
18/6/2018.
Δεν υπάρχουν σχόλια:
Δημοσίευση σχολίου