18 Ιουλίου, 2018

ციცინათელა





ღამის ყველაზე ლამაზი მწერი ციცინათელა,
ალმასებივით რომ ბრჭყვიალებს მისი ნათება,
ღამის სიბნელის სილამაზე პატარა შუქი,–
შენთვის სიმშვიდის მომგვრელია ლამაზი სული.

ვზივარ შევყურებ სილამაზეს ზღაპრულს, მშვენიერს.
მათი ნათებით, სასწაულით მთვრალი ვარ უკვე,
ვზივარ შევყურებ ალმასების უდიდეს ბუდეს
და ჩემი სული მათთან ერთად დაფრინავს უკვე.

ღამის ყველაზე ლამაზი მწერი ციცინათელა,–
ეს ქმნილებაა საოცარი დედაბუნების,
ეს მშვენიერი მწერი არის ნაზი ნათება,
ბუნებას ერწყმის ღამის ლამაზ ათინათებით.

24/6/2018.

13 Ιουλίου, 2018

სიყვარულის გრძნობის გაზრდა...


სიყვარულის გრძნობის გაზრდა,–
მთავარია ჩვენში.
ვიბადებით და ვიზრდებით
სიყვარულის გრძნობით.

მტერია თუ მოყვარეა,–
ყველა შევიყვაროთ,
ყველაშია ღმერთის ძალა,–
მხოლოდ დავინახოთ.

ბოროტიც კი ქვეყანაზე,–
სიყვარულით ცოცხლობს,
უამისოდ ვერ იქნება,–
ვერ იცოცლებს მხოლოდ.

გავზარდოთ ჩვენ სიყვარული,–
გული გავიხაროთ,
ვიფრინოთ და ვიხალისოთ,–
ყველა შევიყვაროთ.

სიყვარულის გრძნობის გაზრდა,–
მთავარია ჩვენში.
ვიბადებით და ვიზრდებით
სიყვარულით ერთით!!!

26,06,2018

02 Ιουλίου, 2018

ღმერთო ერთო...


ღმერთო ერთო, ჩემი ცოდნა,–
მინდა ყველას მივაწვდინო,
დავეხმარო ყველას მინდა,–
ცხოვრებაში გაიხარონ.

ღმერთო ლოცვით შენ მოგმართავ,–
გაამრავლო სიყვარული,
ადამიანს შეაყვარო
მთელი გულით ყველაფერი.

ღმერთო ერთო სიყვარული,–
უდიდესი ნიჭი არის,
ქვეყანაზე ყველაფერი
მხოლოდ მისით ერთით არის.

ღმერთო ცოდნა ჩვენ მოგვეცი,–
დავინახოთ, მოვისმინოთ
და გავიგოთ ქვეყანაზე,–
როგორ უნდა გავიხაროთ.

სიხარულით, სიყვარულით,–
ცხოვრება ღირს ამ მიწაზე,
რომ ჩიტივით ჩვენ ვიფრინოთ
და გვქონოდეს ეს სილაღე.

18/6/2018.