12 Ιουλίου, 2020

გზა


გზა ისაა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მუდმივად სინათლისკენ უნდა იარო. არ უნდა დაკარგო შენი გზა, უნდა გახსოვდეს რისთვის გაჩნდი.
მუდმივად ნათელი უნდა ეძებო, ყოველ წუთს, ყოველ წამს, ყოველ საათსა თუ დღეს, მხოლოდ შინაგანი სისუფთავე უნდა გააძლიერო, ღმერთზე იფირო. როცა ასე იქცევი სამყარო შენი მეგობარი ხდება და გისმენს.
ეკლესიაში გაგვიგია ხშირად,– „ღვთის მორჩილება“, ეს სიტყვები ბევრს აღარ გვესმის, მაგრამ ესაა გზა. ერთგვარი შინაგანი ამპარტავნობის დაძლევა, შენში ღმერთის გაზრდა, შენში სიყვარულის გაზრდა არის გზა. არ უნდა დავკარგოთ გზა, უნდა მივყვეთ.
ღმერთს ჩვენი ესმის, ყოველთვის ესმის, მუდამ გვისმენს, რადგან ის ჩვენშია. უბრალოდ ჩვენ მას ვივიწყებთ და ვმარხავთ ჩვენს სიღრმეებში. გზა ისაა სწორედ მასთან ვიყოთ ახლოს. ღმერთი მოვძებნოთ ჩვენში.
ესაა სწორი გზა, არ გადავუხვიოთ, არ დავკარგოთ. ჩვენს ხელშია სწორ გზაზე სიარული. ჩვენი გონების ხელში. მოვუსმინოთ გულს და გამოვიყენოთ გონება.
გისურვებთ ყველას ადამიანებო გეპოვოთ გზა. გეპოვოთ გზა, რომელიც ღმერთთან მიგიყვანთ.