30 Ιανουαρίου, 2009

ყოველ საღამოს...




ყოველ საღამოს ცოდვიანი ვკითხულობ აღთქმას
და მე ამ წიგნში ვეძებ მხოლოდ სულის სიმშვიდეს,
ყოველ წაკითხვით ახალს ვიძენ მე ცხოვრებაში,
ყოველ სიტყვაში ახალ-ახალ აზრებსა ვხვდები.

აქ ყოველივე იგავებით გადმოცემული,

ესალბუმება ჩემს გულისთქმას, ჩემს სულს, გონებას,
წაკითხვის შემდეგ მე კვლავ ისევ წმინდანი ვხდები,
მაგრამ დილით კი კვლავ ეშმაკი მე მიტევს წყნარად.

არ მიყვარს დილა ავის მომტანი,

არ მიყვარს მისი მოახლოება,
მე მიყვარს ღამე ნაზი და წყნარი,
ღამე– ოცნების მომნიჭებელი.

ოჰ, ღამევ მშვიდო და უშფოთველო,

შენ ფარავ დღისით ჩადენილ ცოდვებს,
შენ მოგვეხვევი და არ გაგვიშვებ,
მანამდე სანამ მზე მოგვანათებს.

მზე ამოვა და გაქრება ბნელი;

ხალხი გამოვა ქუჩებში ნელა,
განწმენდილები, უკვე კარგები
და კვლავ იწყება მტვერი, ჭიდილი
და კვლავაც მოაქვს „დღეს“ ეს „ხმაური“,
მოაქვს შფოთები, მოაქვს დარდები,
მაგრამ ზოგჯერ კი მოაქვს იმედი!

მაშ გაუმარჯოს იმ დღეს, როდესაც

სასწაულები მოხდება ცაზე,
როცა სიწმინდე იქნება მხოლოდ,
როცა სიკეთე იქნება მხოლოდ
და ბოროტება გაჰქრება სულმთლად
და ხალხს დარჩება უკვე სული მთლად,
დე, სიხარულმა შემოანათოს,
გაბრწყინდეს მარად და იბატონოს!


26 მაისი. 1991 წ.