11 Δεκεμβρίου, 2019

მე ვარ ანგელოზი!





მე ვარ ანგელოზი,–
       გაჩენილი ციდან.
მე ვარ სიყვარული,–
        მოვლენილი ღვთისგან.

შევიყვარო ყველა,–
ჩემი დავალება,
ღმრთისგან დავალება,–
მინდა ავასრულო.

შევიყვარო ყველა,–
ღმრთისა საიდუმლო,
სიყვარულის მზერა,–
უნდა მე გავზარდო.

მე ვარ ანგელოზი,–
       გაჩენილი ციდან.
მე ვარ სიყვარული,–
        მოვლენილი ღვთისგან.

შევიყვარო უნდა
მთელი, მთელი ძალით.
გავიღიმო უნდა
სიყვარულის მზერით.

სიყვარული გულში
უნდა ჩაიღვაროს,
გული სიყვარულის
სითბომ გადაავსოს.

მე ვარ ანგელოზი,–
       გაჩენილი ციდან.
მე ვარ სიყვარული,–
        მოვლენილი ღვთისგან.

მზერა სიყვარულის
ირგვლივ მიმოვფინო,
თბილი გულის ძალა,–
ყველას ვაგრძნობინო.

ყველას ვაპატიო,
ყველა შევიყვარო,
მხოლოდ კარგი მხარე,–
მათში დავინახო.

მე ვარ ანგელოზი,–
       გაჩენილი ციდან.
მე ვარ სიყვარული,–
        მოვლენილი ღვთისგან.

11,12,2019 ოთხშაბათი

17 Φεβρουαρίου, 2019

ყველაფერი რაღაც კარგისათვის ხდება!!!

ყველაფერი, რაც ხდება,–რაღაც კარგისათვის ხდება!
აფიმაცია თუ სინამდვილე... ეს ასეა...
მთავარია როცა რამე ხდება, მუდმივად ეძებეთ მასში მისი ნათელი მხარე. გახადეთ თქვენი ცხოვრება ნათელი. იყოს თქვენი თვალი სუფთა, რომ თქვენც იყოთ განათებულები და ბედნიერები.

„სხეულის ლამპარი თვალია; ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებული იქნება.“ მათე6:22


19 Ιανουαρίου, 2019

ზღაპარი.



ცხოვრება ჯადოსნური ზღაპარია. ამ ზღაპრის ავტორები თქვენ ხართ. მაშ დაწერეთ თქვენთვის საყვარელი ზღაპარი 💓💓💓

01 Ιανουαρίου, 2019

გილოცავთ ახალ წელს!!!


დაე ამ ახალ წელს სიყვარულს ეზეიმოს მთელს დედამიწაზე!!! დაე დაიწყოს ადამიანთა გულების გათბობა სიყვარულის უდიდესი ძალით!!! დაე რწმენითა და იმედით გაბრწყინებულიყოს თქვენი სული!!!
გისურვებთ გზას, რომელიც სიწმინდეებთან მიგიყვანთ, სიყვარულთან მიგიყვანთ, გისურვებთ დაინახოთ რომ სიყვარული ძლიერია!!!
იყავით ბედნიერები, იყავით მხიარულები, იგრძენით ახლავე  სიყვარული, იგრძენით გულში, იგრძენით იმედი და ბრწყინვალება. საახალწლო ბრწყინვალება, თქვენს გულში გადმოსულიყოს და მას გაეთბოს თქვენი არსება!!!
გილოცავთ!!!