28 Μαΐου, 2018

ლოცვა...




ღმერთო მამყოფე შენთან, ღმერთო იყავი ჩემთან...
გახდი სამოსი ჩემი, შიგთავსი ჩემი გაავსე შენით. შენი გამხადე, შენში შემიშვი. ღმერთო...
ყოველი წუთი, ყოველი წამი შენი სუნთქვა მომეცი, შენი ჰაერი ჩამაყლაპე, შენი ამონასუნთქი შემასუნთქე. ღმერთო...
სიძლიერევ, სიხარულო, ჯანმრთელობავ, სიყვარულო, სიმჩატის გრძნობავ, ფრენის შეგრძნებავ, ჰაეროვანო, მბრწყინვალებავ. ღმერთო...
შენი ქალწული მომივლინე უფალო, მის ბრწყინვალებას შემახებინე ხელი, მისი სინაზის სილამაზე მანახე კვლავაც, მისი ბრწყინვალების შესადარი არა მინახავს ჯერაც...
ქალი რომელიც ვნახე იყო ათი – თორმეტი მეტრის სიმაღლის, ის იყო არა დიდი, არამედ დიადი.
სახე მისი იყო მშვიდი და ბრწყინვალებდა, თავზე ალმასების ჯარი ედგა, ისეთები როგორიც ბევრი ვარსკვლავის ელვარება ერთად, კაბა მისი ჰაეროვანი ბუნების ნაჭერი იყო. ნაჭერს ჩაქსოვილი ჰქონდა უამრავი ბრილიანტები, ბრწყინავდა თავიდან ფეხებამდე.
ხო, კაბა გრძელი დაშვებული და ქვემოთ ფართე იყო, მკლავები ჰაეროვანი ნაჭრით იფარებოდა, მთლიანად ბრწყინავდა.
მისმა ბრწყინვალებამ ბეჭედი მომცა, ბეჭედი რომელიც ბრწყინვალებდა. ბეჭედი მის სამოს ჰგავდა, ბრილიანტის პატარა თვალი, გარშემოვლებული ხუთი პატარა თვლით (მგონი) იყო. ერთი ძალა ჰქონდა ამ ბეჭედს, რასაც ჩავიფიქრებდი, შემისრულებდა, მე კი სამწუხაროდ სიზმარში ეს ბეჭედი ხელზე არ გავიკეთე და შევინახე. 
რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს სილამაზე ვნახე, მისმა ელვარებამ ღრმად გაიდგა ფესვები გულში, მისმა სილამაზემ დამიპყრო, როცა მასზე ვფიქრობ გული ჰარმონიით მევსება. ოჰ, ღმერთო რა სინაზე იყო.
მომეცი ნება ღმერთო შეცდომა გამოვასწორო და მისი „ბეჭედი“ მუდამ ხელზე ვატარო, მომეცი ნება ღმერთო მისი სილამაზე კიდევ ვიხილო, მის სამეფოში მაცხოვრე, მისი კაბის მტვრად მაქციე.
ღმერთო...
მომეცი მუდამ ეს წუთები შენზე ვიფიქრო, შენში შემოვიდე, შენით გავივისო, სიყვარული გავზარდო, გული ავიმჩატო, ფრთების შესხმა ვიგრძნო.
ღმერთო, შენი სუნთქვა მინდა, შენი ჰაერი მინდა, შენი სითბო და სიყვარული მინდა. ღმერთო...
ღმერთო იყავი ჩემთან, ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთსა და ყოველ წამს...
20,02,2010.

24 Μαΐου, 2018

მინაწერი უბის წიგნაკზე...




როგორც პირველი სიყვარული არის გულწრფელი,
როგორც პირველი  სიხარული ბავშვური არის,
როგორც პირველი თოვლი თვალს-გულს მეტად ახარარებს,
როგორც პირველი ყოველივე გულს მუდამ თან სდევს:–

ისე მიყვარხართ თქვენ ჩემო ლექსნო პირველი სიტყვის,
ისე ვატარებ უბით მუდამ თქვენს ამო ძახილს
და შეგიფარებთ იმედს გაძლევთ და ალბათ შვილებს
მე წავაკითხებ ჩემს ბავშვობის ამ მონაჩმახებს.

24 ივლისი 1991 წელი.


23 Μαΐου, 2018

სატრფოს!




დღეს გიხილე,–გული შეკრთა,
სიყვარული გამახსენდა,
შენ ხარ მხოლოდ გულის სწორი,
მე ვარ შენი ნეკნი სულით.

ნეტავ ღმერთო იგი ჩემად,
გულის სატრფოდ დამანახა,
მისთა თვალთა შემახედა,
მისი ხმითა გამახარა.

მისი სიტყვა, მისი აზრი,
მისი თვალნი და ტუჩები,–
გულში მწვდება და მაფიქრებს
ეს უიღბლო სიყვარული.

მან მე დამწვა ცივი ცეცხლით
და არ მომცა არაფერი,
გამაწამა და დამტანჯა,
აღარ ძალმიძს არაფერი.

სიყვარული მომენატრა,
რომ შემასხას კვლავაც ფრთები.
დღეს გნახე და გავიცინე
უიმედო შემართებით.

სხვის სიყვარულს მე ვერ შევძლებ,
ვერასოდეს გულით ერთით,
მხოლოდ შენთვის მომინდია
ჩემი გულის გასაღები.

იქნებ კარგო, შენც გიყვარვარ,–
ეს არ ვიცი და ეს მტანჯავს,
იქნებ შენაც გულით დარდობ,–
ღიმილით რომ არ დაგათრობ.

ცისფერს გადრი სანუკველო,
თუმც ცისფერი გაჰქრა ცაზედ,
შენ გნახავ და ცაც ნათდება
შეგიყვარე მთლად არსებით.

მე შენს თვალებს მუდამ ვხედავ,
მუდამ შენი სახე დამდევს
და აჩრდილი შენი სახის,
არ მასვენებს და მაწვალებს.

მოდი ჩემთან სიყვარულო,
მოდი გეძებს ჩემი გული,
მოდი ერთად გავიაროთ
წუთისოფლის ძნელი გზები.

18 ნოემბერი 1991 წელი.

ეს ლექსი ჩემი პირველი პლატონური სიყვარულის დროს დავწერე :)

22 Μαΐου, 2018

შეგთხოვ გაზაფხულო ყვავილთა





მე ამ გაზაფხულს იმედით მოველოდი,– წავიდა,
ზამთარში  დღეებსა და წუთებს ვითვლიდი,– მოვიდა,
ველოდი, ველოდი სიკეთის იმედითა და გაჰქრა,
მოვიდა გაზაფხული და გაჰქრა, წავიდა.

წავიდა გაზაფხული, – იმედი წამართვა,
მოვიდა შემოდგომა,– დამზაფრა, დამღალა,
როდისღა მოვა ჟამი, კვლავაც და კვლავაცა,
როს მოვა გაზაფხული და იმედს მომიტანს?!

მოვიდა შემოდგომა, – ყოველი გაცივდა,
ხეებმაც ნელა-ნელა სამოსი დაჰკარგა,
მოვიდა შემოდგომა და გული გამიტყდა,
გონებაც ზეზეურად გაწბილდა, დამწარდა.

... და კვლავაც გამოველი მე ახალ გაზაფხულს,
... და კვლავაც მე შევყურებ ამ თვეებს გასავლელს,
მაგრამ გაზაფხული მე კვლავად მღალატობს, 
მრავალი გაზაფხული დავტოვე მე მარტომ.

ოი, შემოდგომავ, როგორღაც ვერ გიტან,
ოი, შემოდგომავ, შენ ზამთრისა პირო,
ოი, შემოდგომავ, რატომ ხარ სასტიკი,
ოი, შემოდგომავ, რად გვაცლი შენ სითბოს?!

... და კვლავაც  მე მოველი თვეებსა უსასრულს,
... და კვლავაც  შიში მაქვს მომავალ ზამთრისა,
ისედაც სიცივეს და ყინულს გულისას,
ზამთარი, ხომ სუმთლად მოაშთობს, გაყინავს.

... და შენ შემოდგომავ, ზამთრისა წინ მდგომო,
... და შენ შემოდგომავ, სიყვითლევ ყოველთა,
შენ შეგთხოვ  შემოდგომავ გული არ გაახმო,
გეყოფა ფოთოლთა გახმობა, გაყინვა.

მიყვარხარ გაზაფხულო, – იმედის მომტანო,
კვლავაც შენ მოგელი, იმედს კი არ ვკარგავ,
იქნება კვლავაც შენ არარას მომიტან,
მაინც შენ  გელი და შეგთხოვ ყვავილთა.


                       15 სექტემბერი 1991 წელი

ეს ლექსი ვფიქრობდი არ დამედო, მაგრამ დავდე... ახლა ამდენი წლის მერე ვკითხულობ და მინდა ვთქვა, რომ ახლა შემიყვარდა შემოდგომაც და მიყვარს წელიწადის ყოველი დრო. 

ზღვაზე.



ზღვა,–დიახ ზღვა...
ცაც,–დიახ ცაც...
მზეც,–მხურვალი მზეც,–
მღერის და ცეკვავს დღეს.

თოლია,–დიახ თოლია,–
დაჰხარის ცისფერ ზღვას,
მერცხალი,– დიახ მერცხალი,–
შეჰხარის ზღვისფერ ცას.

ცას ღრუბლის ქულა ეფარვის,
ზღვას ტალღა პატარა,
მე ყოველივეს შევხარი,–
მზეს, მიწასა და ცას.

შევხარი ზღვასა მშვენიერს,–
მიყვარს ისიც და ცაც,
შევხარი მზესა მნათობელს,–
მიყვარს და ვხარობ აქ.

15,08,1191 წ.

სიყვარულო!




ცეცხლო კეთილო, ცეცხლო ლამაზო, ცეცხლო ძლიერო,–
შენ სიყვარულის ანთებულო ნაზო ლამპარო,
მწველო კაცისა, დამდაგველო და მწამებელო,–
კვლავ შენსკენ იწევს გული ჩემი შეუჩერებლად.

ნაზო ამბორო და ძლიერო კოცნავ პირველო,
ოჰ, სიყვარულო შეუცნობო, გასაკვირველო,
ოჰ წამო დიდო, წამო ძლიერო, უკვდავო წამო,
ბედნიერებავ, სიყვარულო მარადიულო.

სულო უკვდავო, ტანჯულო გულო შეყვარებულო
და სიყვარულით იავ ქალის ხელში გამთბარო,
ვარდო ლამაზო,– შენ სიყვარულის ნაზო ამბორო
და შენ ძვმრფასო სიყვარულის მთავარო აზრო.

ამ დროს ყოველი ლამაზდება, ხდება მშვენება,
ამ დროს ნაზია ყველა ქვეყნად, ყველა ქმნილება,
ამ დროს კეთილი იმარჯვებს მუდამ ბოროტებაზე,
ამ დროს ნათელი მეტად მოსჩანს და ბნელს ანათებს.

ოჰ, სიყვარულო, სიყვარულო, კვლავ სიყვარულო,
ტანჯული გულის შენ მალამოვ და სიხარულო,
ოჰ, სიყვარულო, სიყვარულო, კვლავ სიყვარულო,
შენ კაცთა მოდგმის მეუფეო უძლიერესო...

                                                  24 ივლისი 1991 წელი.

20 Μαΐου, 2018

რატომ მოხვედი...



რატომ მოხვედი, თუ  წახვიდიდი,
რად  გამახარე, თუ დამტანჯავდი,
რად შემიყვარე განშორებისას
და რად იტკინე შენ წრფელი გული.

ვიცი, შენ  ახლა ჩემზე ფიქრობ, დაღონებული,
ვიცი რომ ძლიერ  ნაღვლიანობ , რადგან დამშორდი,
ვიცი გიყვარვარ კარგო, მაგრამ არ შემიძლია,
არ შემიძლია შეგიყვარო მე მთელი გულით.

არ ვიცი, მაგრამ ჩემი გული, ჩემი გონება
სხვისკენ ისწრაფვის და არაფერს არ ეგუება,
–ვინ არის ის სხვა?! – მეკითხები, მაგრამ არ ვიცი,
არ ვიცი თვითონ მეც ვინ არის ის პიროვნება.

ო, მაპატიე, შენ გთხოვ, ისევ შენ გეუბნები,
მე არ მინდოდა, უიმედოდ შეგყვარებოდი,
ო, მაპატიე, დამივიწყე, კვლავ გევედრბი,
რომ სიყვარული გაგიმწარე შენ საფიცარი.

არვიცი რატომ, მაგრამ მე შენთან,
არა–რა ძალმიძს საუბარი და შეყვარება,
არ შემიძლია შენი ნახვა შენთან შეხვედრა,
ამიტომ ვცდილობ მე გაქცევას,– შორს სადმე შენგან.

ოჰ,  ბედისწერას ხომ ვერ გაუგებს ადამიანი,
მე ვერ გეტყვი შენ, თუ რა მელის მე მომავალში?–
იქნებ ამ ქვეყნად დაკარგული ბევრი არ არის,
იქნებ კვლავ ისევ გამობრწყინდეს ტრფობა ნამდვილი.

9 ივლისი 1991 წელი სამშაბათი.



p.s.
კაციც და ქალიც, მიტომ შექმნილა, მხოლოდ ამ ქვეყნად,
რომ სიყვარული იგემონ მათ ამქვეყნიური,
რომ შეიყვარონ მთელი გულით ერთმანეთი და
გაათბონ გულნი და დაიცვან მათ ერთმანეთი.

9 ივლისი 1991 წელი სამშაბათი.

ეს ლექსი მივუძღვენი ერთ ადამიანს, რომელსაც ჩემთან დაახლოება არ გამოუვიდა ჩემი ხასიათის გამო. კარგი ადამიანი იყო. ღმერთმა ბედნიერება მისცეს.

19 Μαΐου, 2018

თეთრ გვირილებს!




ჩემს გვირილებს დაუხრიათ თავები,
ცხელა მეტად, ღრუბელი კი არა ჩანს,
წვიმა გვინდა,– გულის გამგრილებელი,
ამ გულს წვიმაც ვერ უშველის ვერარას.

გვირილები, თეთრნი, ყვითელ გულებით,–
დგანან, კრთიან და ელიან რაღაცას,
გვირილები მოგაგონებთ პატარძალს,–
სატრფოს ცდაში, რომ გრძნობს შიშსა პატარას.

                                                              6 ივლისი. 1991წ.

ენით ვერ მითქვამს...


ენით ვერ მითქვამს, ის რაც ასე ძლიერ მაწუხებს,–
ვერ ვიმორჩილებ ჩემსა თავსა და ჩემსა აზრებს,
მთავარი აზრი ვერ მითქვია, ვერ გამომითქვავს,–
მთავარი აზრი ჩემში რჩეება და ეს მაწვალებს.

მინდა ეს აზრი არ დავმალო,–გამოვაჩინო,
მაგრამ მე სიტყვებს ვერ ვპოულობ, მის შესაფერისს,
მე ვერ ვპოულობ,– მას ვისაც მე ამას ვეტყვი,
ვინც რომ ჩემს აზრს და ჩემს სიტყვას კვლავ აქეთ მეტყვის.

                     1991წ.ივლისი

თვალნი ციურნი...


თვალნი ციურნი,
სახე ღვთიური,
შუბლი ნათელი,
ტუჩები ბადრი,
ტანი ძლიერი,
გული ღვთიური,
სული ტკბილი და...
და გამოხედვა
ზედმეტად ლაღი.
ყოველი სიტყვა
თქმული შენს პირით,
ყოველი საქმე
შენგანვე ქმნილი,–
ლამაზი არის
როგორიც  შენ ხარ,
ლამაზი არის და მშვენიერი.

  2/07/91 

მომართვი ერთი კონა ყვავილი.



ვარდი ყვავილთა დედოფალია,
იასამანი,–სურნელი ნაზი,
ნარგიზიც მეტად ლამაზია და
ია კი ძლიერ ნაზი და ნაზი...

რომელ ყვავილებს მომართმევდი ძვირფასო ნეტავ?–
ვარდს, იასამანს, ნარგიზს თუ იას,–
მე ყველა მიყვარს, შევხარი ყველას,–
მომართვი ერთი კონა ყვავილი...

სანამდე ცოცხლობს ადამიანი,–
ჩვენ არად ვაგდებთ მის არსებობას;
მის ხასიათს და მის აღტაცებას;
მის სიარულსა, თუ გამოჩენას.

არაფრად ვაგდებთ  ჩვენ მას საერთოდ
და დადის იგი, როგორც რომ ყველა,–
დადის, დადის და ტირის–ხარობს,
ხანაც უბრალოდ და შეუმჩნევლად.

ხოლო, როდესაც ადამიანი
მოკვდება,–უკვე აღარასა გრძნობს,–
მერე კი მივალთ, ყვავილს დავაფენთ
და მერე ვდარდობთ და ვნაღვლიანობთ.

აბა მითხარით,–მკვდარს რას უშველის,
ჩვენი დარდი და ნაღველი მხოლოდ,
ანდაც ყვავილნი,–ულამაზესნი,
მკვდარს რაღად უნდა მითხარით მხოლოდ?!

ამიტომ შეგთხოვ ძვირფასო ახლა,–
მომართვი ერთი კონა ყვავილი,
სანამდე ვცოცხლობთ,– ვიყოთ ჩვენ ერთად
და გავუხაროთ ერთმანეთს გული.

                                        29 . ივნისი.  1991 წ.


თუნდაც ასეთი ყვავილი, ზედ კალია, რომ აზის, 2014 წელი  :D

მკვდარი საათი...




მკვდარი საათი გამეფებულა ჩემს ირგვლივ, ყველგან,
სუნი სიკვდილის გულს მიწუხებს და არ მაძინებს,–
ეს სიმარტოვე და სიბნელე ყველგან ჩემს ირგვლივ,–
მე გადამექცა დიდ სატკივრად და ეს მაშინებს.

აჩრდილნი ირგვლივ შემომეხვნენ და მაფრთხილებენ,
ხანაც მუქარით მაშინებენ ჩემს საქციელზე,–
მეუბნებიან: წადი, წადი, აქ რა გაჩერებს,
წადი და ნახე ეს ქვეყანა კიდით კიდემდე.

ოჰ, ეს ლოდინი, ეს ლოდინი,–დაუმთავრელი,
ოჰ, ეს ტიალი და ოხერი წუთისოფელი,
ოჰ, ეს ტკივილი და ტირილი,–ცრემლი ობოლი,
ამოიწურა ყველაფერი,–გაჰქრა ნუგეში.

გული სიყვარულს შეუპყრია გამოუცნობელს,
იგი ფრთხიალებს გამუდმებით და კარგს მოელის,
მაგრამ გონება კარგს ამ ქვეყნად აღარას ელის
და ეს სხეულიც ზეზეურად ქრება და მიდის...

დავეხეტები მე უზომოდ შეშფოთებული,
ვეძებ მე ნიშანს სიხარულის, ბედნიერების,
მაგრამ ამ ნიშანს ვერ ვპოულობ, თუმც მე კვლავ ვეძებ,–
თუმც მე კვლავ ვეძებ ნუგეშსა და დარდის გამფანტველს.

ნეტავ რად გავჩნდი,  თუ ასერიგად მე ვიწვალებდი,–
ანდა,თუ კიდევ ამდენ ტანჯვას გადავიტანდი,
რა მოვიტანე ამ ქვეყანად, ან რას წავიღებ,
ნეტავ ვიცოდე,–როდის მოვა ეს აღსასრული.

აჰ, რომ ახლა მე ძალა მომცა და დიდი ფრთები,–
ავფრინდებოდი და ქვეყანას გადავუფრენდი,
ლაღად მფრინავი სინამდვილეს დავინახავდი,
დავინახავდი და ვიფრენდი ანგელოზივით.
                                                                                                 23/06/91.

p.s. მიხარია რომ წლების მერე ვგრძნობ გავიმარჯვე და ფრთები შევისხი, მადლობა ღმერთო ჩემი გზისათვის, რომ გავძლიერდი და გულის გრძნობამ გაიმარჯვა ჩემში. 19/5/2018

18 Μαΐου, 2018

ბროწლის ყვავილებს.





ბროწლის  ყვავილებს  შევცქეროდი მე  დღეს  ფარულად
და თვალსა მჭრიდა ფერი მათი ეს ალისფერი.
ოჰ, ის ყვავილნი მიღიმოდნენ ნაზად, ალერსით
და  უნებურად მომინდა მწველად მე კოცნა მათი.

მათი მშვენება თვალსა და გულს მეტად ახარებს,
ბროწლის ყვავილნი მოგაგონებთ თქვენ ლამაზ ქალებს.
ყვავილნი, როგორც მშვენიერნი, ულამაზესნი,–
ეჯიბრებოდნენ ერთმანეთსა მაგ სილამაზით.

ზოგი მათგანი უკვე ზლიერ  გაფურჩქნულიყო,
ზოგი ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს აყვავილებას,
ზოგი ჯერ მხოლოდ კვირტი არის და ახლა იშვა,
ზოგიც პატარა, სულ პატარა ნაყოფად იქცა.

ქალიც ასეა– ზოგი ასეა , ზოგი ისეა,
ქალიც ასეა – ზოგი დედაა, ზოგი ბავშვია,
ქალიც ყვავილს გავს, ბროწლის ყვავილს, ყვავილს ალისფერს,
ქალიც ასევე, ამ ყვავილივით ძლიერ ნაზია.

ოჰ, თქვენ ყვავილნო! ბროწლისანო! მშვენიერებო!–
პოეტის გულში თქვენ დაანთეთ ბრიალა ალი
და ამ გულს მტკივანს და სიცივეს ირგვლივ განფენილს,
თქვენ მოეფერეთ და გაათბეთ მე თქვენ გეხვევით.

19.06. 1991 წელი



                                                     17 წლის შემდეგ.

დადექით, უყურეთ ბროწლის ყვავილებს,–სილამაზეა დიდი,
უყურეთ, უცინეთ , აკოცეთ ალერსით, – სიამოვნება დიდი,
ლექსებით აქეთ, სიმღერა უმღერეთ,– სიხარულია დიდი,
ოცნებით გაივსეთ გული და გონება,– ნეტარებაა  დიდი.

წლები გავიდნენ, მათ მშვენებაზე, ხშირად ვფიქრობ მე ახლა,
წლები გავიდნენ, მაგრამ მშვენება, არ მავიწყდება ახლაც,
ვეძებ, ფიქრებში, მოგონებებში,   მათი სურათით ვტკბები,
ამბორს ვუგზავნი ლამაზ მცენარეთ, კოცნა მინდება ახლაც.

   5 აგვისტო. 2008 წელი.

გაორება.



ოჰ, ვიტანჯები უსაშველოდ, მე ვიტანჯები,
გული საგულეს არ ჩერდება, აღარ ეტევა,
სული სხეულის დატოვებას, გაქცევას ლამობს,
დავძაბუნდი და განვიცდი ჩემს გაორებას.
                      
არვიცი სრულად რატომა ვარ მე ასე დარდით
და რატომ ებრძვის ჩემში ორი ერთმანეთს ძლიერ,
ბრძოლა დაიწყო, საკითხავი ეს არის მხოლოდ,
ამ ბრძოლის ველზე ვინ დარჩება გამარჯვებული.

                                                                                      12  .06 .91.