17 Οκτωβρίου, 2009

ო, მზეო, მზეო...




ო, მზეო, მზეო გემუდარები...
ო, მზეო, მზეო, შეგეხვეწები,
დაგეჩოქები, დაგადნები, დაგმორჩილდები,
არ დავიმწუხრებ შენს ცქერაში, გავხალისდები...

ო, მზეო, მზეო გემუდარები,–
მომეცი შენი ბრწყინვალების პატარა ნიჭი,
მომეცი შენი ბრწყინვალება, შენი ნათება,
მიეცი ჩემს სულს გაბრწყინება და განათება.

ო, მზეო, მზეო გეხვეწები გულგაღებული,
შენი ნათების მუდამ ვიყო მაყურებელი,
ალმასის ჯართა სიელვარით, მზის შუქის სხივით,
მინათდებოდეს ჩემი გზები მთელი ცხოვრება.

შეგევედრები, ჩემო თბილო, ჩემო ნათელო,
გულში და სულში დიდი სხივის შენ ჩამომღვრელო,
გული დადნება,– შენ გიცქერის, შენზედ ოცნებობს,
სული გაივსო სიყვარულის უცნობ ჰანგებად.

ოჰ, მზეო, მზეო გეხვეწები, გემუდარები...
ოჰ, მზეო, მზეო შენ მომეცი,–ის რაც მ ჭირდება,
შენს სიყვარულის სიძლიერეს მიმაახლოვე,
შენთან მამყოფე და შენი ხილვით მუდამ-დღე მათბე...

მზეო ელვარევ, მზეო ნათელო,
მზეო ბრწყინვალევ, მზეო კეთილო,
მზეო მაღალო, მიუწვდომელო,
მზეო ჩვენს გვერდით მუდამ მდგომელო.

მზეო ამოდი, ამოდი მალე,
გამოაჩინე სხივების ფრთები,
შემოუარე ჩემსა ფანჯარას,
შენს ელვარებას ხელებს მივაგებ.

მზეო ნათელო გაგვათბე, შეგთხოვ,
ყველა დარდები თბილით გააქრე,
მზეო ნათელო სიმღერის ძალით,
სიმღერის ძალით მუდამ გვამყოფე.

17 ოქტომბერი, შაბათი, 2009 წელი.

მზეს!



ო,მზეო,მზეო თბილო,–გამთბობო,
ო,მზეო,მზეო,– წმინდა მნათობო,
ო,მზეო,მზეო,– გაალღვე გულნი,
ო,მზეო,მზეო შეგევედრები...

არვიცი მეტად სად წავიდე და ვის მივმართო,
ამ ყინულ გულებს ვეღარ უძლებს ეს ჩემი გული,
არვიცი მზეო,რად არიან გაყინულები,
გაალღვე შეგთხოვ ეს ყინული უსაშინლესი.

ცივი გულები,გაყინულნი,სასწაულები
და ეს ლოდები,დიდი ლოდები ყინულოვანი,–
შემოგვეჯარნენ, შემოგვეხვნენ და არ გვიშვებენ,
ო, მზეო, მზეო შენ გაათბე გემუდარები.

10 ივნისი. 1991 წ.

22 Ιουλίου, 2009

წყალი...





მწყურია, ძლიერ მწყურია წყალი,
თითქოს ყოველი გვალვას მოუშთავს,
წყურვილი მკლავს მე და მაცოდვილებს,
მაგრამ ო, წყალი არა ჩანს არსად...

წყალი კამკამა, ნაზად ელვარე,–
შორიდან მოსჩანს და მეც შევყურებ,
მსურს დავეწაფო, მაგრამ არ ძალმიძს,
დიახ არ ძალმიძს ეს სიახლოვე.

მივრბივარ მისკენ, მაგრამ ვერ ვიძვრი,
შორიდან ვტკბები მისი სიტკბოთი;–
... და სიტკბო ესე მეტად სათუთი,
შორით მიცინის და მისაკუთრებს.

არ მინდა წყალი!– მომეცით ღვინო,
ამივსეთ ახლა ფიალა ღვინით,
მასვით ეს ღვინო, რომ ძლიერ დავთვრე,
მასვით მანამდე,– სანამდე შევძლებ.

დავლევ ღვინოსა და დავივიწყებ,
შორით ჩანჩქერთა საამო ჩხრიალს,
დავლევ ღვინოსა და ვერ შევიგრძნობ,
წყალს მშვენიერსა და ალერსიანს.

ღვინით დავთვრები, აღარ მოვკვდები,
ღვინით ვიცოცხლებ, – ნელა ვიღოღებ
და წყურვილს ჩემსას,– ამ სიყმაწვილეს,
ხომ დავივიწყებ დარდიმანდულად.

განაღა ღვინო, ამ წყურვილს ჩემსას
მოაშთობს და წყალს მე დამავიწყებს?!
ო, არა!!! მწარე ცხოვრების გზაზე,
ღვინო მეგზურად არ მახალისებს.

ისევ ჯობია, შორით ვტკბებოდე,
ვერ ვკლავდე წყურვილს და ვოცნებობდე,–
იმ დღეზე ოდეს დადგება წამი
და ჩანჩქერს ახლოს მე გავუღიმებ.

... და თუ იმედი ფუჭად ჩაივლის,
მაშინ მოვკვდები ამ აზრით, მაშინ...
...და ენას გამშრალს,–უკვე მდუმარეს,
მე შევთხოვ კიდევ სიტყვასა სათქმელს:

„ენავ თქვი კიდევ ერთი რამ სიტყვა,
რისთვის მოვსულვარ ამ ქვეყნად სხვისა,
სთქვი რაც არს გულში აწ დამარხული,
გამოავლინე და ახმაურდი!

გამოიღვიძე და ყველა ძალი
წარმართე, რომ შენ იგემო წყალი,
გამოიღვიძე და დამანახე,–
ჩანჩქრის ჩუხჩუხი და ბევრი წყალი.“

23 ოქტომბერი. 1991 წელი

02 Ιουλίου, 2009

დიდი ქალაქები


ადამ და ევა, – დაბადებულნი სამოთხეში, – შეჰქმნიან შვილებს და ამ სამოთხეში მათ გაამრავლებენ.
ნელ-ნელა დედამიწა ჯოჯოხეთს დაემსგავსება უფრო მეტად და მეტად, ვიდრე არის. დიდი ქალაქები,– იცით რა არის დიდი ქალაქები?
–დიდი ქალაქები უჰაერობაა, შავი გამონაბოლქვია, თუ მათში პირველად მოხვდით, დააკვირდით თქვენს ენას რა მტვერის გემო აქვს, რა ცუდი სუნია, გამონაბოლქვის, თუ დიდხანს დარჩით დიდ ქალაქში, მიეჩვევით და არც მტვერის გემოს იგრძნობთ და არც გამონაბოლქვის სუნი შეგაწუხებთ, მოგენატრება დილა, როცა მზე შენ ფანჯარაში იჭყიტებოდა, მზეს ვეღარ ხედავ უმეტეს სახლებში... ოჰ, რა ძნელია გადაადგილება დიდ ქალაქში, 10-15 წუთის სავალს ერთი საათი ანდომებ ხშირად, მაგრამ ეჩვევი ამასაც, უფრო ადრე სახლიდან გამოსვლა და უფრო გვიან სახლში მისვლა. დაუმთავრებელი გაჭედვები გზებზე, მანქანებისა... დღე ერთი და ასობით მსხვერპლი მარტო მანქანებისგან.
დიდი ქალაქის ყოველი მესამე მაინც კიბოთი დაიღუპება. სამოთხე გვქონდა სანამ ქალაქებს ავაშენებდით. არ ვიცოდით მაშინ რა კარგად ვიყავით, სუფთას ვსუნთქავდით, სუფთას ვსვამდით, სუფთას ვჭამდით.
ახლა სუფთას მხოლოდ ის სუნთქავს, ვისაც სადმე გარეუბანში აქვს სახლი.
ადამიანები ძალიან გამრავლდნენ, შორეულ სოფელში ქალაქი თვითონ შემოვიდა და სოფელი ქალაქისაგან გადაიყლაპა და სულ მიიწევს და მიიწევს, არ ჩერდება მთელი სუფთა სოფლების შთანთქმას აპირებს. ხალხო!!!!! ხალხოოოოო!!!!!! რას ელოდებით?! შეჩერდით და გააჩერეთ ქალაქი, არ გაუშვათ წინ, ნუ გააჩეხებინებ და გადააწვევინებ დარჩენილ ხეებს.
მაპატიეთ, მაპატიეთ ცოტა მკვრეხლობა გამომდის, მაპატიეთ რომ ასე გელაპარაკებით ყველას, უბრალოდ ეს დავინახე და მინდა გაგიზიაროთ ჩემი ხედვები. რა წინასწარმეტყველი და მაგისთანა, შეხედეთ, დააკვირდით დიდ ქალაქებს და თქვენს ტანჯვას დაინახავთ, ხოო, ასფალტზე მოსიარულეს ტალახების მოცილება არ გვჭირდება, ჰმ... კარგია მოჩვენებითი სისუფთავე მაგრამ მიწაზე ფეხშიშველა სიარული იცით რას ნიშნავს ხალხო, იცით? ფეხები დაბლიდან სავსეა წერტილებით, რომელთა მასაჟი მთელ სხეულს ენერგიას აწვდის, მთელ სხეულს აკაჟებს და აჯანმრთელებს, ზღვაზე მაინც როცა წახვალ შეეცადე ფეხშიშველა იარო, დე გეტკინოს ფეხები ქვევიდან პაწუა ქვებით, რომ გტკივა ეს იმას მიანიშნებს რომ მასაჟი აუცილებელია შენთვის, და თუ არ გააკეთე მალე გეტკინება ესა თუ ის... ამიტომ იარე ბევრი იარე ქვიშაზე მაინც... მაგრამ აქაც ხან იმდენი ხალხი შეგროვდება სანაპიროზე, რომ ადგილი არ არის გაიარო, შენ ივლი და უამრავი წყვილი თვალები დაგინახავენ, ქოლგების ქვეშ, რადგან მზეც გაგვიბრაზდა თუმე, ახლა მზის ქვეშ დიდხანს ყოფნა მაზნევარიც ყოფილა თურმე. ღამურებს ვემსგავსებით, ნელ-ნელა და აღარ გვინდა დღე, საღამოს და ღამით აზროვნება გვირჩევია, რადგან დღის ხმაურს ამის ძალა არ შეურჩენია შენთვის.
გააჩერეეეეეეთ! ქალაქი გააჩერეთ, მთლიანად ჩაგვყლაპავს. გააჩერეთ ქალაქი, თორემ ჯოჯოხეთის მაცხოვრებლებად ვიქცევით ყველა.
ადამიანო! – მიეცი ნება ბუნებას, კვლავ აღორძინდეს, გაუფრთხილდი მას. გაახილე თვალი, დაინახე, დაინახე შენი გზა,– ის ქალაქი ნუ გახდება! მოინდომე მისგან წასვლა და ილოცე რომ ქალაქი არ მოვიდეს შენთან და არ გადაგყლაპოს, თორემ ისევ გადაბარგება მოგიწევს, ბოლოს არც ძალა გექნება და არც შესაძლებლობა გაცლისა და დამორჩილდები ბედს. შევჩერდეთ, ხალხო, თითეულმა დავიწყოთ და შევჩერდეთ, ნუ დავუშვებთ ასეთ ზრდას ქალაქებისას...

19 Ιουνίου, 2009

სიყვარული რა არის?



სიყვარული დიდი სიხარულია,
სიყვარული დედა არის ოცნების,
სიყვარული ცრემლიც არის იქნება,
იქნებ კიდეც, არაფერი არ არის.

სიყვარული ცხოვრებას სდევს მუდამ თან,
სიყვარული ცხოვრებას გაგიმწარებს,
იქნებ ჯობდა არვინ შეგყვარებოდა,
ნეტავ ღმერთო სიყვარული რა არის?

სიყვარული მზეა გულის გამთბობი,
სიყვარული მთვარიანი ღამეა,
სიყვარული წვიმაც არის და თოვლიც,
ნეტავ კიდევ სიყვარული რა არის?

სიყვარულო! – ადამიანის სულო,
სიყვარულო! – გულო ადამიანის,
სიყვარულო! – სილამაზევ, მშვენებავ,
დამეხსენი, ეს ცხოვრება მეძნელა.

5 მაისი 1991 წ.


ჭექა- ქუხილს!




შენ, გაზაფხულის ზარო და რეკვავ,
შენ, დიდო ნისლო, დიდო ნათებავ,
შენ სილამაზევ, შენ აღმაფრენავ,
ხმაურო, ელვავ, ჭექა- ქუხილო!!!!!!

შენი გრუხუნი ჩაგვესმის მეხად,
შენი ხმაური ბევრსა შიშსა ჰგვრის.
მაშ გაუმარჯოს შენს სიძლიერეს, შენსა მშვენებას,
შენს სილამაზეს,– ამ გაზაფხულის პირველ დღეებში!

იქუხე, იქუხე, იქუხე მძლავრად! –
გამოაფხიზლე ხალხის გულები,
შენ მოგვიტანე ჩვენ სიხარული,
გამოგვაღვიძე და დაგვანახე ჩვენი ცხოვრება– მწარე ჯურღმული.

იელვე, იელვე, იელვე ძლიერ! –
შენ გაანათე ირგვლივ ყოველი,
შენ დაგვანახე ჩვენი სიბნელე,
გამოგვაფხიზლე აწ და მარადის!!!


27 მაისი. 1991 წ.

29 Μαρτίου, 2009

შეუცნობელი აზრი ...





შეუცნობელი აზრი მართმევს სხეულის ძალას,
რაღაც მაშინებს და გავურბი რაღაცას ახლა,
არ ვიცი რაა, სულიერი თუ უსულოა,
არ ვიცი რად კრთის გული ასე შეუჩერებლად.

ნეტავ რა მინდა, რას დავეძებ, ან რას ვაკეთებ,
ნეტავ რას ველი, რასა ვდარდობ, ან რას ვაფასებ,
ნეტავ ვინ მომწონს, ან ვინ მიყვარს, ან ვინ მახარებს
და ეს ვიცოდე, ნეტავ გულით ვის შევიყვარებ???
18 ივლისი 1991 წელი


თვრამეტი წლის შემდეგ

წავიდნენ წლები, ჩაიქროლეს, ნიავთა რხევით,
გავიდა ხანი, ოცნებებით და სიხარულით,
აზრი გაიხსნა გათამამდა, ნამდვილი გახდა
და გამუდმებით ის მიიწევს მაღლა და მაღლა.

გულს მოფრთხიალეს მოევლინა ნაზი ნიავი,
სულს მომლოდინეს გამოუჩნდა მისი რჩეული,
დარდნი წავიდნენ სიყვარული მათ შემოუშვეს,
დარდნი წავიდნენ სიყვარული აამოქმედეს.

29 მარტი 2009 წელი

27 Μαρτίου, 2009

მე მას მივმართავ





მე მას მივმართავ,
ვინც დღენიადაგ,
არას დაგიდევს,
სჩადის ბევრ ცოდვას,
ვინც რომ კაცსა ჰკლავს,
ქურდობს,
თვალთმაქცობს
და არ ასრულებს ქრისტესა მცნებას!

მოგმართავთ თქვენ მე თხოვნით პატარა,
ნუ ღუპავთ თქვენს თავს,
თქვენ სულს უფრთხილდით,
არას მოგიტანთ
თქვენ საქმე ავი,
არა იქნება,–
ავი საქმენით.

გთხოვთ,
გევედრებით,–
ილოცეთ თქვენთვის,
ილოცეთ თქვენი მოყვასისათვის,
გადაარჩინეთ თქვენ სული წრფელი,
არ მოკლათ თქვენში ბუნება წრფელი.

ალბათ მეც ქვეყნად,
ჩავდივარ ცოდვებს,
მაგრამ ყოველთის
ვითხოვ შენდობას
და თუ არ მელის
მე მიტევება,
მაშინ მე ვითხოვ,
სწრაფ აღსრულებას,
ვითხოვ ჯოჯოხეთს
და დიდ წამებას,
მაგრამ ხორციელს,
სულიერს არა.

სულიერ ტანჯვას
მე მირჩევნია,
ვიწოდე ცეცხლით,
ჩაუქრობელით,
ვიტანჯო მარად ჯოჯოხეთში და
ჯობს რომ არ მქონდეს
ამ დროს ეს სული.

შენ წმინდა სულო,
თუ რამ შეგცოდე,
მომიტევე მე
უღირსს და ცოდვილს,
არ გამიწყრე გთხოვ
და გევედრები,
არ მიმატოვო
და შემიბრალე,
გადმოდი ჩემზე
და მამოქმედე,
შენი სურვილის შესაფერისად
და კვლავ მიხსენი
ამ ქვეყნიური
განსაცდელისა,
ამ ქვეყნიური
წამებისა,
თუ ტანჯვისაგან.

1 ივლისი 1991წელი. ორშაბათი

22 Φεβρουαρίου, 2009

მკვდარი საათი



...

მკვდარი საათი გამეფებულა ჩემს ირგვლივ,ყველგან,
სუნი სიკვდილის გულს მიწუხებს და არ მაძინებს,–
ეს სიმარტოვე და სიბნელე ყველგან ჩემს ირგვლივ,–
მე გადამექცა დიდ სატკივრად და ეს მაშინებს.

აჩრდილნი ირგვლივ შემომეხვნენ და მაფრთხილებენ,
ხანაც მუქარით მაშინებენ ჩემს საქციელზე,–
მეუბნებიან: წადი, წადი, აქ რა გაჩერებს,
წადი და ნახე ეს ქვეყანა კიდით კიდემდე.

ოჰ, ეს ლოდინი, ეს ლოდინი,–დაუმთავრელი,
ოჰ, ეს ტიალი და ოხერი წუთისოფელი,
ოჰ, ეს ტკივილი და ტირილი,–ცრემლი ობოლი,
ამოიწურა ყველაფერი,–გაჰქრა ნუგეში.

გული სიყვარულს შეუპყრია გამოუცნობელს,
იგი ფრთხიალებს გამუდმებით და კარგს მოელის,
მაგრამ გონება კარგს ამ ქვეყნად აღარას ელის
და ეს სხეულიც ზეზეურად ქრება და მიდის...

დავეხეტები მე უზომოდ შეშფოთებული,
ვეძებ მე ნიშანს სიხარულის, ბედნიერების,
მაგრამ ამ ნიშანს ვერ ვპოულობ, თუმც მე კვლავ ვეძებ,–
თუმც მე კვლავ ვეძებ ნუგეშსა და დარდის გამფანტველს.

ნეტავ რად გავჩნდი,თუ ასერიგად მე ვიწვალებდი,–
ანდა,თუ კიდევ ამდენ ტანჯვას გადავიტანდი,
რა მოვიტანე ამ ქვეყანად,ან რას წავიღებ,
ნეტავ ვიცოდე,–როდის მოვა ეს აღსასრული.

აჰ,რომ ახლა მე ძალა მომცა და დიდი ფრთები,–
ავფრინდებოდი და ქვეყანას გადავუფრენდი,
ლაღად მფრინავი სინამდვილეს დავინახავდი,
დავინახავდი და ვიფრენდი ანგელოზივით.
23/06/91.

30 Ιανουαρίου, 2009

ყოველ საღამოს...




ყოველ საღამოს ცოდვიანი ვკითხულობ აღთქმას
და მე ამ წიგნში ვეძებ მხოლოდ სულის სიმშვიდეს,
ყოველ წაკითხვით ახალს ვიძენ მე ცხოვრებაში,
ყოველ სიტყვაში ახალ-ახალ აზრებსა ვხვდები.

აქ ყოველივე იგავებით გადმოცემული,

ესალბუმება ჩემს გულისთქმას, ჩემს სულს, გონებას,
წაკითხვის შემდეგ მე კვლავ ისევ წმინდანი ვხდები,
მაგრამ დილით კი კვლავ ეშმაკი მე მიტევს წყნარად.

არ მიყვარს დილა ავის მომტანი,

არ მიყვარს მისი მოახლოება,
მე მიყვარს ღამე ნაზი და წყნარი,
ღამე– ოცნების მომნიჭებელი.

ოჰ, ღამევ მშვიდო და უშფოთველო,

შენ ფარავ დღისით ჩადენილ ცოდვებს,
შენ მოგვეხვევი და არ გაგვიშვებ,
მანამდე სანამ მზე მოგვანათებს.

მზე ამოვა და გაქრება ბნელი;

ხალხი გამოვა ქუჩებში ნელა,
განწმენდილები, უკვე კარგები
და კვლავ იწყება მტვერი, ჭიდილი
და კვლავაც მოაქვს „დღეს“ ეს „ხმაური“,
მოაქვს შფოთები, მოაქვს დარდები,
მაგრამ ზოგჯერ კი მოაქვს იმედი!

მაშ გაუმარჯოს იმ დღეს, როდესაც

სასწაულები მოხდება ცაზე,
როცა სიწმინდე იქნება მხოლოდ,
როცა სიკეთე იქნება მხოლოდ
და ბოროტება გაჰქრება სულმთლად
და ხალხს დარჩება უკვე სული მთლად,
დე, სიხარულმა შემოანათოს,
გაბრწყინდეს მარად და იბატონოს!


26 მაისი. 1991 წ.