28 Οκτωβρίου, 2008

(მოხუცი კაცი)




დღეს ვნახე ერთი მოხუცი კაცი,
ტკბილი საუბრის, კეთილი სახის,–
ცხოვრობდა იგი სადღაც სოფელში
და მისსა ხელებს შერჩენოდა შრომისა კვალი.

რამდენად კარგი იყო იგი,– წრფელი ბუნების,
რამდენად გვჯობდა ჩვენ ის თვისა საქმიანობით,
რაოდენ იყო სიხარული მისი დიდებით,
რამხელა იყო წყენა ჩვენი უსუსურობით.

როცა წავიდა, უნებურად გული ამტკივდა,
დარდმა წამიღო, სევდა მძიმე მე შემომაწვა;
ვფიქრობდი,– რატომ დაგვიკარგავს ჩვენ სახე კაცის
და რატომა ვართ ჩვენ ასეთი უმოწყალონი.

1991წ. 6 ივლისი.

26 Οκτωβρίου, 2008

ვეძებ სიწმინდეს.


დავეძებ სიტყვებს, ენით უთქმელს და დაუწერალს,
მაგრამ ვერ ვპოვე მე ისეთი სიტყვა ქებული.
დავეძებ ჯაფით და წვალებით ადამიანებს,
მაგრამ ვერ ვნახე მე ისეთი ადამიანი,–

ადამიანი, რომელიც, რომ არ სჩადის ცოდვას,
კაცი, რომელიც შეასრულებს სუყველა მცნებას,
კაცი, რომელიც გაბრწყინდება და ამაღლდება,–
აი, ასეთი მე ვერ ვპოვე ადამიანი...

მაგრამ ყველაში, სულ ყველაში არის ცოტ-ცოტა,
მოვლინებული,– ჩანერგილი ნიჭი ქებული,
არის ყოველთვის კარგი რაღაც და სულიწმინდა,
მაგრამ ძნელია ამავ ნიჭის გამოვლინება
და დანახვა შენივე თავის.

ოჰ, წმინდა სულო, შენ სულოწმინდავ,
გემუდარები გადმოდი ჩვენზე,
განდევნე ჩვენგან ბოროტი სული,
გადაგვარჩინე, გთხოვ, გევედრები.

21 მაისი.1991წ.

17 Οκτωβρίου, 2008

ვტყუივარ?

იქნებ ვტყუივარ, რომ ეს დარდი მე მიდევს გულში,
იქნებ ვტყუივარ, რომ მე სევდა ვერ მოვიშორე,
იქნებ მე ვცდები და ვწერ იმას რაც ტყუილია? –
არვიცი ღმერთო, ნეტავ ვცდებოდე, ნეტავ ვცდებოდე.

მითხარით ხალხნო, – იქნებ ვცდები, მე მართლა ვცდები,

იქნებ ეს დარდი მე უბრალოდ შემომწოლია,
იქნებ ცხოვრებამ იწყო წინსვლა სულაც ნელის გზით,
იქნებ სარკმელში მოჩანს ჩვენი ბედნიერება.

ნეტავ ვცდებოდე, მართლა ვცდებოდე, ვცდებოდე იქნებ

და ცხოვრების გზამ სამოთხისკენ აიღოს გეზი,
ოჰ, ღმერთო, ერთო შემოგავედრებ ჩემს საქართველოს,–
გემუდარები,– გადაარჩინე სული ქართული.

19 მაისი. 1991 წ.