29 Μαρτίου, 2009

შეუცნობელი აზრი ...





შეუცნობელი აზრი მართმევს სხეულის ძალას,
რაღაც მაშინებს და გავურბი რაღაცას ახლა,
არ ვიცი რაა, სულიერი თუ უსულოა,
არ ვიცი რად კრთის გული ასე შეუჩერებლად.

ნეტავ რა მინდა, რას დავეძებ, ან რას ვაკეთებ,
ნეტავ რას ველი, რასა ვდარდობ, ან რას ვაფასებ,
ნეტავ ვინ მომწონს, ან ვინ მიყვარს, ან ვინ მახარებს
და ეს ვიცოდე, ნეტავ გულით ვის შევიყვარებ???
18 ივლისი 1991 წელი


თვრამეტი წლის შემდეგ

წავიდნენ წლები, ჩაიქროლეს, ნიავთა რხევით,
გავიდა ხანი, ოცნებებით და სიხარულით,
აზრი გაიხსნა გათამამდა, ნამდვილი გახდა
და გამუდმებით ის მიიწევს მაღლა და მაღლა.

გულს მოფრთხიალეს მოევლინა ნაზი ნიავი,
სულს მომლოდინეს გამოუჩნდა მისი რჩეული,
დარდნი წავიდნენ სიყვარული მათ შემოუშვეს,
დარდნი წავიდნენ სიყვარული აამოქმედეს.

29 მარტი 2009 წელი

27 Μαρτίου, 2009

მე მას მივმართავ





მე მას მივმართავ,
ვინც დღენიადაგ,
არას დაგიდევს,
სჩადის ბევრ ცოდვას,
ვინც რომ კაცსა ჰკლავს,
ქურდობს,
თვალთმაქცობს
და არ ასრულებს ქრისტესა მცნებას!

მოგმართავთ თქვენ მე თხოვნით პატარა,
ნუ ღუპავთ თქვენს თავს,
თქვენ სულს უფრთხილდით,
არას მოგიტანთ
თქვენ საქმე ავი,
არა იქნება,–
ავი საქმენით.

გთხოვთ,
გევედრებით,–
ილოცეთ თქვენთვის,
ილოცეთ თქვენი მოყვასისათვის,
გადაარჩინეთ თქვენ სული წრფელი,
არ მოკლათ თქვენში ბუნება წრფელი.

ალბათ მეც ქვეყნად,
ჩავდივარ ცოდვებს,
მაგრამ ყოველთის
ვითხოვ შენდობას
და თუ არ მელის
მე მიტევება,
მაშინ მე ვითხოვ,
სწრაფ აღსრულებას,
ვითხოვ ჯოჯოხეთს
და დიდ წამებას,
მაგრამ ხორციელს,
სულიერს არა.

სულიერ ტანჯვას
მე მირჩევნია,
ვიწოდე ცეცხლით,
ჩაუქრობელით,
ვიტანჯო მარად ჯოჯოხეთში და
ჯობს რომ არ მქონდეს
ამ დროს ეს სული.

შენ წმინდა სულო,
თუ რამ შეგცოდე,
მომიტევე მე
უღირსს და ცოდვილს,
არ გამიწყრე გთხოვ
და გევედრები,
არ მიმატოვო
და შემიბრალე,
გადმოდი ჩემზე
და მამოქმედე,
შენი სურვილის შესაფერისად
და კვლავ მიხსენი
ამ ქვეყნიური
განსაცდელისა,
ამ ქვეყნიური
წამებისა,
თუ ტანჯვისაგან.

1 ივლისი 1991წელი. ორშაბათი