28 Ιουνίου, 2018

სიმღერა.

სიმღერა ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩიტი გალობს, ისე ადამიანიც მღერის. თუ სიმღერაში ემოციებს ჩაატანთ, თქვენი სიტყვები, თქვენი ნათქვამი სიტყვები ცხოვრებაში აგისრულდებათ. გაიხსენეთ თუ რა სიმღერა იყო თვენთვის ასე საყვარელი და ახლოს. ხომ არ უმოქმედია მას თქვენზე, ხომ არ გაიგივებულა თქვენს ცხოვრებასთან?
იმღერეთ!!! ადამიანი როგორც ჩიტი სიმღერისთვისაა მოვლენილი ამ ქვეყნად, იპოვეთ თქვენთვის ახლო და პოზიტიური სიტყვები და იმღერეთ!!!
დააკვირდით სიტყვებს, რისი მოხდენა გინდათ? შეჰქმენით თქვენი სიმღერა, იმღერეთ აუცილებლად აწმყო დროში და აუცილებლად პოზიტიური სიტყვებით.
დამიჯერეთ ამ გზით თქვენ დაგეგმავთ თქვენს ცხოვრებას, თქვენ დაგეგმავთ თქვენს ბედს, თქვენს დაგეგმავთ თქვენს მომავალს ასე.

21 Ιουνίου, 2018

სიმღერა ჯანმრთელობისათვის!!!


ჯანმრთელობა ყველაზე აუცილებელი საკითხია ჩვენი ბედნიერებისათვის. ყოველი დაავადება გამოწვეულია ნერვიულობისაგან, არასწორი ფიქრებისაგან და არასწორი ცხოვრებისაგან.  ჯანმრთელობისათვის, ადამიანმა უნდა დაარწმუნოს თავისი ქვეცნობიერი და ის გაჯანმრთელდება სრულად. ერთი სიმღერა მინდა შემოგთავაზოთ, ეს სიმღერა დაგეხმარებათ რომ გაჯანმრთელდეთ და იყოთ სიხარულსა და ბედნიერებაში. შეგიძლიათ ეს სიმღერა შეცვალოთ თქვენი სიტყვებით და იმღერეთ, იმღერეთ მთელი გულითა და გრძნობებით რადგან სიტყვებს დიდი ძალა აქვს და იგრძენით სიტყვები და იმღერეთ. იმღერეთ სრული ბედნიერებისა და ჯანმრთელობის შეგრძნებით. მხოლოდ მინდა გითხრათ, თუ სიტყვებს შეცვლით, კარგი იქნება დააკვირდეთ სიტყვებს, ისინი აწმყოში და პოზიტიური უნდა იყვნენ. იგრძენით თქვენი სიმღერა, იგრძენით სიხარული. ეს სიმღერა მცდელობაა მხოლოდ გიჩვენოთ რა სიტყვებით და რა სახით უნდა იმღეროთ. შეჰქმენით თქვენი სიმღერა, ან ეს გამოიყენეთ. გისურვებთ სწრაფ გაძლიერებას!!!


ჯანმრთელი ვარ, ჯანმრთელიო...
ძალებსა ვგრძნობ სხეულშიო...
სიხარულით გული ხარობს,–
ჯანმრთელი ვარ, ჯანმრთელიო...

ჯანმრთელი ვარ ჯანმრთელიო...
ძლიერია ჩემი გული,–
ჩემი მთელი ორგანიზმი
ჯანმრთელი ვარ ჯანმრთელიო..

მიხარია ყველაფერი,
ძალებით ვარ მე გავსილი,
ჯანმრთელი ვარ ჯანმრთელიო...
ძალებსა ვგრძნობ სხეულშიო...
გული მღერის, სული ხარობს
ამ ჩემს ჯანმრთელ სხეულშიო...
ამ ჩემს ჯანმრთელ სხეულშიო...

ჯანმრთელი ვარ ჯანმრთელიო,
კიდევ ვიტყვი ჯანმრთელიო,
ძალებსა ვგრძნობ სხეულშიო,
ჯანმრთელი ვარ ჯანმრთელიო...
ჯანმრთელი ვარ ჯანმრთელიო!!!!

15 ივნისი პარასკევი 2018 წელი


დღეში სამჯერ იმღერე :) 

ამ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია, ინფორმაციაა რომელიც არ შეცვლის ექიმის აზრს. ასევე ჯანდაცვის დახმარებას. ექიმმა აცალეთ თავისი საქმე აკეთოს, თქვენ თქვენი აკეთეთ.

18 Ιουνίου, 2018

რწმენა, იმედი და სიყვარული.




რწმენა, იმედი და სიყვარული,–
სამი სანთელი, სამი ნათელი,
გულში გამჯდარი, მზისა სინათლე,
აზრი ამ ქვეყნად ჩვენი ყოველის.

რწმენა, ო, რწმენა დიადი ძალა,
ძალა რომელიც ფეხზე გაყენებს,
ენერგიისა დიდ ღრუბელს გაძლევს
და წინ გაგიშვებს გასამარჯვებლად.

იმედი არის კაცთა მოდგმისა,–
ძალის მიმცემი, აზრის მიმცემი,
რომ ადამიანს მუდამ დღე ჰქონდეს
სიხარულისა გძნობა მომავლის.

სიყვარულს კაცი მუდამ ატარებს,
მისი სიცოცხლე სიყვარულია,
უსიყვარულოდ ვერ იარსებებს,
უსიყვარულოდ არაფერია.

რწმენა, იმედი და სიყვარული,–
სამი საწყისი, სამი სანთელი,
ადამიანის ძალის მომცემი,
ადამიანის გამხარებელნი.

რწმენა, იმედი და სიყვარული,–
გავითავისოთ, გავაძლიეროთ,
მათი ნათელით, სამი სანთელით
გაბრწყინებულმა უნდა ვიაროთ.

12/06/2018

16 Ιουνίου, 2018

გულო ჩემო საიდუმლო შენი...



გულო ჩემო საიდუმლო შენი,–
გამიმხილე არ დაკარგო შეგთხოვ,
გულო ჩემო აზრი ამ ცხოვრების,–
ძლიერად ჰქმენ, გააცოცხლე შეგთხოვ.

გულო მითხარ,–ჩემი ეს ცხოვრება,–
რა მისიით არის ის შექმნილი?
მითხარ ღმერთო დავალება რა მაქვს,
მითხარ რისთვის გავჩენილვარ ქვეყნად.

გულო ჩემო გამიმხილე შეგთხოვ,
მაპოვნინე შენი საიდუმლო,
რომ ვიპოვო, ის არს ჩემი ნატვრა
და ჩემი გზა მაპოვნინე მხოლოდ.

10/06/2018

ახალი გზები!!!




ახალი გზები,
ახალი გვერდი,
ფურცელს შეეხო
ისევ კალამი,
ახალი გრძნობით
და სიყვარულით,–
დავიწყე წერა
ჩემი მყოფადის.

მინდა გადმოგცეთ,–
გრძნობები ჩემი,
გულის სინათლით
და სიყვარულით,
მინდა რომ გითხრათ,
რომ სიყვარული
არის მთავარი
ჩვენი ნათელი.

ახალი გზებით,
ახალი გრძნობით,–
ვიწყებ კვლავ წერას
ჩემი გრძნობების
და სიყვარულით,
... და სიხარულით,
მინდა გადმოგცეთ
ჩემი ოცნების...
ჩემი ოცნების,
ჩემი ოცნების
გაზიარება მინდა
მე თქვენთვის,
რომ სიყვარულით,
რომ სიხარულით,–
ვიქნებით მუდამ
ჩვენ ერთმანეთში.

9 ივნისი, შაბათი 2018 წელი.

13 Ιουνίου, 2018

სიმღერა დღეს!!!





როგორ მიხარია, როგორ მიხარია,–
ყველაფერი აქ...
როგორ მიხარია, როგორ მიხარია,–
ეს მდინარე...
როგორ მიხარია, როგორ მიხარია,–
ლამაზი ტყე...
როგორ მიხარია, როგორ მიხარია,–
სიმღერა დღეს!!!

როგორ მიხარია, როგორ მიხარია,–
სიყვარულს ვგრძნობ,
როგორ მიხარია, როგორ მიხარია,–
სიცოცხლე დღეს.

ბუნებავ ჩემო,
მთებო ჩემო,
ჩიტუნიებო,–
გულს რომ მიხარებთ
და სიყვარულს თვენ მიძლიერებთ,
ლამაზო მთებო,
მდინარეებო,
სიმწვანევ, სითბოვ,
გრძნობები ჩემი
გაავსეთ და გააძლიერეთ.

როგორ მიხარია, როგორ მიხარია,–
ეს დედამიწა...
როგორ მიხარია, როგორ მიხარია,–
ეს სილამაზე...
როგორ მიხარია, როგორ მიხარია,–
ყველაფერი აქ...
როგორ მიხარია, როგორ მიხარია,–
სიმღერა დღეს.

8 ივნისი, პარასკევი 2018 წელი.

სიყვარული მეგობრული.




სიყვარული უცნაური,
სიყვარული სულიერი,
მეგობრული, სანეტარო,
სიყვარული მშვენიერი.

სიყვარული მეგობრული,–
სუფთა გულით, სუფთა აზრით,
სიყვარული თავისუფალ,–
თავისუფალ შემართებით.

სიყვარული უანგარო,–
მხოლოდ სულით, არა ხორცით,
სიყვარული დიდებული,
დიდებული შემართებით.

სიყვარული წმინდა მცნებით,
სიყვარული მთელი არსით,
სიყვარული მხოლოდ თვალთა,
თვალთა, აზრთა გაცვლით ერთით.

სიყვარული, ო, ნამდვილი
გრძნობა გულის სულ თანმდევი
და არასდროს მხოლოდ ერთი
და არასდროს წამიერი.

უნდა ნახო, გაახილო
თვალი ძლიერ დახუჭული,
გაიარო გზა განვლილი
და ათასჯერ გატკეპნილი.

უნდა გქონდეს სიყვარული,–
დაამარცხო სიძულვილი,
დააყენე შენი თავი,–
სხვის ადგილზე ყოველ წუთში.

მაშინ ალბათ შენ ადვილად,
მათ ცოდვას შენ მიუტევებ,
შეიყვარებ მთელი ძალით,
შეიყვარებ და გაიგებ:

და გაიგებ სიყვარული,–
რა საამო გრძნობა არის,
ადამიანს მთელი გრძნობით,
მთელი გრძნობით შეიყვარებ.

სიყვარული უცნაური,
სიყვარული სულიერი,
მეგობრული, სანეტარო,
სიყვარული მშვენიერი.


12 ივნისი 2004 წელი.

12 Ιουνίου, 2018

ვმღერივარ მარტოდ...




ვმღერივარ მარტოდ, როგორც რომ გედი,–
საქართველოსთვის ვმღერივარ მარტოდ,
ჩემსა სიმღერას, ჩემს ხმას, გულისთქმას,–
ვერ ვაწვდენ ჩემსა მშობელსა წალკოტს.

ვარ შორს, ჩემს ერსა დაშორებული,–
ვმღერივარ მარტოდ, თბილისს შევნატრი,
მთლად საქართველოს შევევედრები
უფალსა და კვლავ ვლოცულობ მარტოდ.

ვმღერივარ ჩემთვის, თუმცა ჩემი ხმა,–
მე მესმის მხოლოდ და სხვას არავის,
ვმღერივარ მაინც, იმედს არ ვკარგავ,
რომ ჩემს სიმღერას ზეცას მივაწვდი.

14 აგვისტო, 2003 წელი, საბერძნეთი.

გამეღვიძოს




არა, არა, არა, არა,–
აღარ მინდა მეტი ძილი,
გამაღვიძეთ, გამაღვიძეთ
და მომეცით ძალი დიდი.

შემანჯღრიეთ, თუნდ მომკალით,
ოღონდ მეტად არ მაძინოთ,
არა! ძილი აღარ მინდა,–
მინდა ახლავ გამეღვიძოს.

ავახილო თვალი მინდა,
დავინახო ეს ბნელეთი,
დავინახო ბოროტება,–
გავუსწორო მკვეთრად თვალი.

შევხედო და არ შევშინდე,
არაფერმა შემაშინოს,
შევხედო და ამ შეხედვით,–
გამეღვიძოს, გამეღვიძოს.

ძალა, რაც რომ ასე მძლავრად,–
ჩემში არის ვგრძნობ მე ამას,–
ძილში არას მე არ მაძლევს,
ძილში სძინავს ჩემთან მასაც.

ვიცი, რომ მაქვს დიდი ძალა,
ვიცი რომ მე შემიძლია,
ვინც ვარ ვიცი,–ისიც ვიცი,–
გავიღვიძო მხოლოდაღა.

თუ ავდეი და თუ ძილმა ვერ მაჯობა,
თუ ავდექი, ავახილე მე თუ თვალი,
დავინახავ ძალას ჩემსას და შევუტევ
და შევუტევ ბოროტებას მთელი ძალით!!!

29/11/2002 წელი.

10 Ιουνίου, 2018

პატარა ანგელოზს.



სიხარულები...უდიდესი ბედნიერება იქნებოდა, თუ შევძლებდით და შევინარჩუნებდით ბავშვობას, თუ მთელი ჩვენი ცხოვრება ბავშვის ალალი    თვალი გვექნებოდა.
ოქტომბერი 2002 წელი.




შენ პატარა ანგელოზო,
მომღიმარო,
მოცინარო,–
მინდა თბილი სიტყვა გითხრა,
მინდა გულით გაგიღიმო.
სიხარულო,
სიყვარულო,
პაწაწუნა ანგელოზო,
მინდა მუდამ გულში მყავდე,
მინდა თბილად ჩაგიხუტო.

10,6,2018 წელი.

07 Ιουνίου, 2018

***(ჩემო სიცოცხლე)





ჩემო სიცოცხლე
       მადლობელი ვარ,–
შენა ხარ
       ჩემი ნათელი ფერი,
ჩემო სიცოცხლე
       მინდა მოგიძღვნა,–
ამ ქვეყნის
       ყველა ოცნება წრფელი.

გრძნობის მომცემო,
       სითბოს მომცემო,
წყლისა და პურის
       მომზღვავებელო,
მზესავით თბილო,
       მთვარის სურნელო,
სულის მალამოვ
       მაცოცხლებელო.

მინდა შენ გითხრა
       სუყველა ჩემი,
რაც გულში ბუდობს
       ამბავნი წრფელი,
მინდა შენ გკითხო,–
       კითხვანი ჩემი,
რაც მაწვალებდა
       ძალიან დიდხანს.

გრძნობის მომცემო,
       სითბოს მომცემო,
წყლისა და პურის
      მომზღვავებელო,
მზესავით თბილო,
       მთვარის სურნელო,
სულის მალამოვ
       მაცოცხლებელო.

4 იანვარი 1998 წელი კვირა.

*** (გრძნობა გათეთრდა)





გრძნობა გათეთრდა
       როს რომ ენძელა,
სითბო მეწვია,–
       გული აძგერდა,
ნათელი ფერი
       განმიძლიერდა
და შემიყვარდა
       ქვეყნად სუყველა.



4 იანვარი 1998 წელი 

***(ცათამბჯენ მწვერვალს)




ცათამბჯენ მწვერვალს
       გავუსწორე თვალნი არ შევდრკი,
ცათამბჯენ მწვერვალს
       გავუტოლდი და არ შევშინდი,
ვიგემე მისი
       სანეტარო და ტკბილი წყალი,
ვიყნოსე მისი
       საამური, ნაზი სურნელი.



4 იანვარი 1998 წელი 

03 Ιουνίου, 2018

*** (სიყვარულის ისტორია)



როდესაც ვიყავ ბავშვი პატარა,–
შენზედ ოცნებას გულში ვინახდი,
შენა გხატავდი და შენ გხედავდი,–
შენზედ ვიყავი შეყვარებული.

წლები გარბოდნენ, მტოვებდნენ სწრაფად,
მე ვიზრდებოდი, ბავშვობას ვტოვდი,
რწმენას ვკარგავდი თანდათანობით,–
შენისა ხილვის, შენის შეხვედრის.

დარდებს მივეცი, ურწმუნო გავხდი,
აღარა მქონდა უკვე იმედი,
რომ გიხილავდი ასე სულ ახლოს
და თუ სიყვარულს შენ მოგიძღვნიდი.

როდესაც სულმთლად ამოიწურა
რწმენაც, იმედიც და სიყვარულიც,–
ძილს მივეც თავი, აღარ მინდოდა,
მეხილა ქვეყნად რამე ნათელი.

სწორედ იმ წუთში, როდესაც ჩემი
სუნთქვაც კი შეწყდა ქვეყნიურ ძილით,–
შენ შეგხვდი ჩემო, სიცოცხლევ ჩემო
და ამუშავდა გონება ჩემი.

მკვდარი გავცოცხლდი და ავმოძრავდი,
სისხლმა კვლავ იწყო ჩემში მოძრავი,
გავხდი კვლავ ბავშვი თორმეტი წლისა,
მომეცა ძალა როგორც ფრთოსანის.

ერთად მეწვია ჩემო სიცოცხლე,–
რწმენაც, იმედიც და სიყვარულიც.
ერთად მეწვია და განვძლიერდი,
როგორც რომ ძალუძს ძალას ფრთოსანის.

ახლა ფრთები მაქვს ანგელოზივით,
„ბედნიერი ვარ“,–გავყვირი გულში,
ბედნიერი ვარ ყველაზე მეტად,
ბედნიერი ვარ ანგელოზივით.

31 დეკემბერი 1997 წელი.


აჩქარდით!!!



ცხოვრება იღვიძებს, ნუ გძინავთ აჩქარდით,–
ზარები რეკავენ შორით...
ჩამესმის ძახილი: „ო მოდით, ო მოდით“,–
ზარები რეკავენ შორით.

სიცოცხლე იწყება, სიმშვიდე იწყება!!!
აჩქარდით ქვეყანა, რომ ნახოთ ნათებად,
აჩქარდით არ დარჩეთ იხილეთ მშვიდობა,–
ზარები რეკავენ შორით!

შეხედეთ ღრუბლები მიდიან, გვტოვებენ
და მოდის მზის ათინათი,–
აჩქარდით, ილოცეთ, იცინეთ, ილოცეთ,–
ზარები რეკავენ შორით.

აჩქარდით ხმა ისმის, ხმა სირინოზის,
აჩქარდით გავივსეთ ჰანგებით გულის,
აჩქარდით, აჩქარდით, აჩქარდით, აჩქარდით,–
ზარები რეკავენ შორით.

აჩქარდით სიცოცხლე იწყება თავიდან,
აჩქარდით მშვიდობა დადგება მიწაზე,
აჩქარდით და გული ნუღარა დაგწყდებათ,–
ზარები რეკავენ შორით!

ზარებო, ზარებო უფრორე აჩქარდით,–
გამოაფხიზლეთ ყველა.
ო, ღმერთო შენ შეგთხოვ პატარა მგოსანი,–
რომ დაგვიბრუნო რწმენა...

გუგუნი, ძახილი, ხალისი, სიცილი,–
მომავლის ხმებია ჯერაც,
ამიტომ აჩქარდით, ნუ დაიგვიანებთ
და გადავრჩებით მჯერა.

15 ოტომბერი 1992 წელი.

ყველაფერი ლამაზია!




ყველაფერი ლამაზია,–
                    როგორც მთვარე ნათელი,
ყველაფერი ლამაზია,–
                    როგორც წმინდა სანთელი.

არ აქვს გულსა არა დარდი,
არც ტირის და არც კვნესის,
მიხარია,–როცა ქვეყნად
არის კიდევ ნათელი.

ყველაფერი ლამაზია,–
                    ლამაზი და ნათელი.
ყველაფერი არის როგორც,–
                    როგორც წმინდა სანთელი.

23 ივლისი 1997 წელი.

02 Ιουνίου, 2018

წუხელი ქუხდა...



წუხელი ქუხდა, ელავდა ქუხდა,–
ხმა ეს ძლიერი არ გვაძინებდა,
გვეძახდა ეს ხმა, გვეძახდა, გვთხოვდა,–
რომ არასოდეს არ დაგვეძინა.

წუხელი ქუხდა, ელავდა ქუხდა
და ელვა იგი თვალს გვინათლებდა,
მოგვიწოდებდა, რომ დაგვენახა
და არასოდეს არ დაგვეძინა.

ჩვენ მაინც ძილი ვირჩიეთ ისევ
და დაგვეძინა, არ გავიღვიძეთ...
და რადგან მაინც არ შევისმინეთ,–
ჭექა-ქუხილმა დაგვტოვა ისევ.

17 ივნისი, 1995 წელი.

გულო რაა შენში?



გულო რაა შენში,–
ასე დამალული,
რომ ვერ მიმიგნია,
რომ ვერ გამიგია,
მისი ვერაფერი.

გულო რაა შენში
ასე დამალული?
ნუთუ ვერ გავიგებ,
ნუთუ არას მეტყვი,
რატომ არ გამიმხელ
შენ ამ საიდუმლოს,
რატომ არ ჩამაწვდენ
ამ აზრს მთელი ძალით?
გულო რაა შენში
ასე დამალული,
რომ ვერ მიმიგნია,
რომ ვერ გამიგია
მისი ვერაფერი.
გულო რაა შენში?!
რაა ნეტავ შენში?!
ასე დამალული,
ასე დაკურგული...

ნუთუ კიდევ ბევრი,
დრონი წავლენ კიდევ,
ვიდრე გავიგებდე,
ვიდრე გამიმხელდე?

გულო რაა შენში
ასე დამალული?...

16 ივნისი 1995 წელი.