09 Νοεμβρίου, 2008

გარიჟრაზზე




გარიჟრაზზე ფიქრად წაველ,
ცხოვრებისა დარდმა მიპყრო
და არ ვიცი რისთვისა ვწერ,
ქაღალდს რისთვის ვაბინძურებ.

გარიჟრაჟდა და ჩიტები
მხიარულად აჟღურტულდნენ,
მე კი ვტირი უბედური,
რადგან ჩიტებს ვერ ვემსგავსე.

გარიჟრაზზე ფიქრად წაველ,
ცხოვრებისა დარდმა მიპყრო
და არ ვიცი რისთვისა ვწერ,
ქაღალდს რისთვის ვაბინძურებ.

ოჰ, ცხოვრება კიდევ ერთხელ
დამიმძიმდა, გაიწელა
და სიკვდილი მთელი არსით
კიდევ ერთხელ მენატრება.

აღარ ვიცი ამ ცხოვრებას,
ო, რამდენჯერ შევებრძოლო,
ო, რამდენჯერ მომტირალი,–
ღმერთსა ძალა შევევედრო.

ღმერთო!– ერთო, დიდებულო,–
გევედრები, გევედრები,
მამოქმედე ისე, როგორც,
ისე როგორც შენ შეგფერის.


გარიჟრაზზე ფიქრად წაველ,
ცხოვრებისა დარდმა მიპყრო
და არ ვიცი რისთვისა ვწერ,
ქაღალდს რისთვის ვაბინძურებ.

გარიჟრაზზე, გარიჟრაზზე...

25.04.04.

08 Νοεμβρίου, 2008

რატომ არა ვარ მხატვარი...

ნახატი თეა კობახიძის http://teoart.ge/Naturmorti/





რატომ არა ვარ მხატვარი,
რომ ხატვით მეთქვა ყოველი,
რატომ არა ვარ მხატვარი,
რომ დამეხატა სოფელი,

რატომ არა ვარ მხატვარი,

რომ დამეხატა ბუნება
და დამეხატა ცა, მიწა,
მზე, მთვარე და ვარსკვლავები.

რატომ არა ვარ მხატვარი,

რომ დამეხატა მე ბევრი,–
ცისფერი, მწვანე, ყვითელი,
ყვავილი ათასფერადი.

ახლა რომ ვიქცე მხატვრად მე,–

შენ დაგხატავდი პირველად
და ჩემს წრფელ, ბავშვურ სიყვარულს
გამოვხატავდი ცხოველად.

მე მხატვრად არ დავიბადე,

ამიტომ მე ვწერ დღე და ღამ,
ვწერ და წერაში შენ გხატავ,
თუმც არ მინახიხარ ჯერაც.

9 ივნისი. 1991 წ.