კომპიუტერი,
რა საინტერესო რამ შეუქმნია ადამიანს. ძალიან ბევრს მიაღწია ადამიანმა, ძალიან
შორს გასწვდა .
ყველა
შენი ნასაქმარი ამ სისტემაში, იბეჭდება და არსებობს. ქრება რაღაც-რაღაცეები
ვირუსების დროს, მაგრამ, მთავარი იგივე რჩება.
რა
საინტერესო რამ შექმნა ადამიანმა. დაიბეჭდოს ყველა მისი ნაბიჯი. ნუთუ ეს უნდოდა თუ
უნებურად გამოუვიდა, მუშაობაში ჩართულმა ადამიანმა შექმნა ერთი ახალი სისტემა, რომელიც ააშკარავებს
ყველას და რომლის მეშვეობით ვიღაცა მუდამ
გაკვირდება. ვიღაცამ მუდამ იცის რას ფიქრობ, რას აკეთებ. გაკვირდება ვიღაცა და
მშვიდად არის, მან იცის რომ შენ მას ვერაფერს დააკლებ, ფხიზლად არის ვიღაცა და არ
ეშინია, არ ეშინია, რას იტყვი თუ დაწერ, მაგრამ თუ რამე არ მოეწონა, მაშინ? ვირუსი
და ყველაფერი იკარგება, იმ თემაში სადაც ამდენი ხანი წერდი. აჰ, ამბობ მაშინ,
ყველაფერი ისევ თავიდან უნდა დავიწყოოო. ეს უნდა იმ ვიღაცასაც. დრო მოიგოს. მერე
სანამ შენ მაგ ყველაფერს თავიდან იტყვი... მან უკვე გამოგიგზავნა ახალი მტერი.
თუ
არაფერს დაუშავებ, არას გიშავებს, თუ ზედმეტებში გადაუხვიე, გაგაჩერებს,
გაგრძნობინებს. ბევრი გზა და ხერხი იცის რომ გამოგიგზავნოს ის რაც შენ გაგაჩერებს.
მორჩა სამუდამო მონა ხარ, ხა ხა ხა ხა ხა ხა
არა!
არამგონია შენ რამეს მოიფიქრებ, თუ გინდა ამ ჩიხიდან გამოსვლა, მოიფიქრებ რამეს.
თუმცა რატომ ჩიხი? ეს ახალი ცხოვრება ხომ უფრო დემოკრატიულია. რათქმაუნდა...
რათქმაუნდა...
როგორ
ფიქრობთ, ადამიანმა როცა ასეთი მაგარი რაღაცა გამოიგონა, რომ ჩანს ყველა მისი
ნაბიჯი. არსებამ რომელმაც ეს ადამიანი შექმნა, როგორ ფიქრობთ არ ჩაწერა მისი ყველა
ნაბიჯი ამ პლანეტაზე? აქაც ყველაფერი იწერება ალბათ. საინტერესოა არსებობს თუ არა ამ პლანეტის ვირუსები და რა არის იგი?
23,12,2008.