შენ, გაზაფხულის ზარო და რეკვავ,
შენ, დიდო ნისლო, დიდო ნათებავ,
შენ სილამაზევ, შენ აღმაფრენავ,
ხმაურო, ელვავ, ჭექა- ქუხილო!!!!!!
შენი გრუხუნი ჩაგვესმის მეხად,
შენი ხმაური ბევრსა შიშსა ჰგვრის.
მაშ გაუმარჯოს შენს სიძლიერეს, შენსა მშვენებას,
შენს სილამაზეს,– ამ გაზაფხულის პირველ დღეებში!
იქუხე, იქუხე, იქუხე მძლავრად! –
გამოაფხიზლე ხალხის გულები,
შენ მოგვიტანე ჩვენ სიხარული,
გამოგვაღვიძე და დაგვანახე ჩვენი ცხოვრება– მწარე ჯურღმული.
იელვე, იელვე, იელვე ძლიერ! –
შენ გაანათე ირგვლივ ყოველი,
შენ დაგვანახე ჩვენი სიბნელე,
გამოგვაფხიზლე აწ და მარადის!!!
27 მაისი. 1991 წ.
Δεν υπάρχουν σχόλια:
Δημοσίευση σχολίου