სიყვარული დიდი სიხარულია,
სიყვარული დედა არის ოცნების,
სიყვარული ცრემლიც არის იქნება,
იქნებ კიდეც, არაფერი არ არის.
სიყვარული ცხოვრებას სდევს მუდამ თან,
სიყვარული ცხოვრებას გაგიმწარებს,
იქნებ ჯობდა არვინ შეგყვარებოდა,
ნეტავ ღმერთო სიყვარული რა არის?
სიყვარული მზეა გულის გამთბობი,
სიყვარული მთვარიანი ღამეა,
სიყვარული წვიმაც არის და თოვლიც,
ნეტავ კიდევ სიყვარული რა არის?
სიყვარულო! – ადამიანის სულო,
სიყვარულო! – გულო ადამიანის,
სიყვარულო! – სილამაზევ, მშვენებავ,
დამეხსენი, ეს ცხოვრება მეძნელა.
5 მაისი 1991 წ.
Δεν υπάρχουν σχόλια:
Δημοσίευση σχολίου