29 Μαρτίου, 2009

შეუცნობელი აზრი ...





შეუცნობელი აზრი მართმევს სხეულის ძალას,
რაღაც მაშინებს და გავურბი რაღაცას ახლა,
არ ვიცი რაა, სულიერი თუ უსულოა,
არ ვიცი რად კრთის გული ასე შეუჩერებლად.

ნეტავ რა მინდა, რას დავეძებ, ან რას ვაკეთებ,
ნეტავ რას ველი, რასა ვდარდობ, ან რას ვაფასებ,
ნეტავ ვინ მომწონს, ან ვინ მიყვარს, ან ვინ მახარებს
და ეს ვიცოდე, ნეტავ გულით ვის შევიყვარებ???
18 ივლისი 1991 წელი


თვრამეტი წლის შემდეგ

წავიდნენ წლები, ჩაიქროლეს, ნიავთა რხევით,
გავიდა ხანი, ოცნებებით და სიხარულით,
აზრი გაიხსნა გათამამდა, ნამდვილი გახდა
და გამუდმებით ის მიიწევს მაღლა და მაღლა.

გულს მოფრთხიალეს მოევლინა ნაზი ნიავი,
სულს მომლოდინეს გამოუჩნდა მისი რჩეული,
დარდნი წავიდნენ სიყვარული მათ შემოუშვეს,
დარდნი წავიდნენ სიყვარული აამოქმედეს.

29 მარტი 2009 წელი

Δεν υπάρχουν σχόλια: