07 Ιουλίου, 2010

ლოცვა


ერთი ხმა მესმის,
ეს ხმა შორიდან, შორიდან მოდის...
ხმა ძალიან თბილი, ხმა მშობლიური,
შორიდან მესმის, შორით მეძახის.
ლამაზი ხმაა, სულში გამჯდარი,
სიყვარულისა ამბის მთხრობელი.
ერთი ხმა მესმის...

ერთი ხმა მესმის ,

ეს ხმა ნაძვების შრიალს მაგონებს,
ერთი ხმა მესმის
და ეს ხმა ტკბილი,
ჩანჩქერთა შხუილს მახსენებს ისევ.

ძლიერო ხმაო,

ნათელო ზეცის,
შენ სიყვარულო,
შენ სიხარულო,
ამავსე შენით,
გამათბე შენით,
შენს კალთის გულში
ჩამიხუტე.

სამშობლო ჩემო,

ტკბილი სამშობლო,
სამყარო ჩემო,
თბილო სამყარო,
ქვეყანავ ჩემო,
დიახაც ჩემო!!
მე მომენატრა...
მე მონეატრა ჩემი სამშობლო.

როდესაც გნახავ,

გულში ჩაგიკრავ,
თვალებით შეგჭამ,
სულში ჩაგისვამ.

მიყვარხარ ჩემო,–

ლამაზო მთებო,
ჩანჩქერთ შხუილო,
ო, მთებო,მთებო...
მზე ნათლით მფენი,
ნაზი მზის ნამი,
წვიმა გამთბარი,
თოვლი დამდნარი,
სიცოცხლის წყაროვ,
მთავარო ყველა,
ცხოვრების აზრო,
სამყაროს დედავ.

მე მომენატრა,–

ტყეში წანწალი,
მე მომენატრა,–
მთისა სურნელი,
მე მომენატრა,
მდინარის ხმა და
მე მომენატრა,–
ჩანჩქერთ შხუილი.

ღმერთო ძლიერო,–

შეგევედრები...
შეგევედრები, შეგეხვეწები,–
ეს სილამაზე შენ არ შესცვალო.
მწვანე ტყეები,
მდინარეები,
სოფლის სუნთქვა და
სოფლის ჩურჩული.
მდინარის შხუილს ,
მდინარის ძალებს,
შენ გეხვეწები …
ღმერთო შეწევნის
იმედი მოგვეც.
ღმერთო ისმინე
ჩემი სურვილი,
ღმერთო ნათელი,
შენ მოგვივლინე.
შარავანდედით შენ შეგვმოსე…
განგვაწმენდინე სამოსი ჩვენი.

07.07.2010.

Δεν υπάρχουν σχόλια: