09 Νοεμβρίου, 2008
გარიჟრაზზე
გარიჟრაზზე ფიქრად წაველ,
ცხოვრებისა დარდმა მიპყრო
და არ ვიცი რისთვისა ვწერ,
ქაღალდს რისთვის ვაბინძურებ.
გარიჟრაჟდა და ჩიტები
მხიარულად აჟღურტულდნენ,
მე კი ვტირი უბედური,
რადგან ჩიტებს ვერ ვემსგავსე.
გარიჟრაზზე ფიქრად წაველ,
ცხოვრებისა დარდმა მიპყრო
და არ ვიცი რისთვისა ვწერ,
ქაღალდს რისთვის ვაბინძურებ.
ოჰ, ცხოვრება კიდევ ერთხელ
დამიმძიმდა, გაიწელა
და სიკვდილი მთელი არსით
კიდევ ერთხელ მენატრება.
აღარ ვიცი ამ ცხოვრებას,
ო, რამდენჯერ შევებრძოლო,
ო, რამდენჯერ მომტირალი,–
ღმერთსა ძალა შევევედრო.
ღმერთო!– ერთო, დიდებულო,–
გევედრები, გევედრები,
მამოქმედე ისე, როგორც,
ისე როგორც შენ შეგფერის.
გარიჟრაზზე ფიქრად წაველ,
ცხოვრებისა დარდმა მიპყრო
და არ ვიცი რისთვისა ვწერ,
ქაღალდს რისთვის ვაბინძურებ.
გარიჟრაზზე, გარიჟრაზზე...
25.04.04.
ბლოგზე გამოქვეყნებული მასალის კოპირებისას ნუ დაარღვევთ საავტორო უფლებებს და მიუთითეთ ავტორი და ბლოგის მისამართი. მადლობა.
Εγγραφή σε:
Σχόλια ανάρτησης (Atom)
Δεν υπάρχουν σχόλια:
Δημοσίευση σχολίου